tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home ინტერვიუ

„აქ და ახლა“

Share on FacebookShare on Twitter

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ… დღევანდელი სტუმარია მწერალი სალომე ბენიძე.

— რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
— წამი, როცა ფიქრობ, რომ არაფერი გინდა, გარდა იმისა, იყო აი, აქ და ახლა.

— ბოლოს როდის გაიცინეთ?
— სულ ვიღიმი, მაგრამ გულიანად ბოლოს წუხელ ვიცინე, ფილმის ყურების დროს.

— ბოლოს როდის იტირეთ?
— რამდენიმე დღის წინ, როდესაც შევიტყვე, რომ ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა.

— თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
— ერთგულება.

— ყველაზე დიდი ნაკლი?
— სიჯიუტე.

— ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
— ძალიან რთულია, მეყოს სითავხედე, რომელიმე ისტორიულ გმირს შევედარო, მაგრამ, ალბათ, სხვა რეალობაში სუფრაჟისტი ან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვიქნებოდი.

— ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
— ჩემი გმირები დღეს არიან ქალები, რომლებიც ცდილობენ, შეინარჩუნონ სამყაროს წონასწორობა და  იბრძვიან საკუთარი და სხვების უფლებებისთვის.

— თქვენი მხატვრული გმირები?
— ჰერმიონ გრეინჯერი, ანიკა, შაჰრაზადი, ესთერ გრინვუდი და ერისენა ტენეცკაია.

— ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
— ალბათ, მექსიკაში.

— თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
— სიკეთე.

— ქალში?
— სიკეთე.

— საყვარელი მწერლები?
— სალმან რუშდი, მილორად პავიჩი, სილვია პლათი.

— საყვარელი კომპოზიტორი?
— ასტორ პიაცოლა.

— ფილმი?
— ფედერიკო ფელინის „ამარკორდი“.

— რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
— ადამიანებს, რომლებიც გარშემო მყავს.

— რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
— ჩემი მეგობრები და ჩემი პრინციპები.

— თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
— მამაჩემისა და ჩემი მეგობრების გარდაცვალების თარიღებს.

— რა არის თქვენთვის სამშობლო? 
— როგორც ნაჯიბ მაჰფუზი ამბობდა, ადგილი, სადაც მთავრდება გაქცევის ყოველგვარი მცდელობა.

— რას აკეთებთ მაშინ, როცა არ წერთ?
— ვმუშაობ, ძალიან ბევრს ვმუშაობ, სულ ვმუშაობ.

— რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
— მარტოობის.

— როგორ ისურვებდით სიკვდილს?
— მშვიდად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

— თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
— ყოჩაღ, შენ შეძელი, რომ გეცხოვრა.

წყარო: http://funtime.ge/

Related Posts

მოსაზრება: აფხაზეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში
ინტერვიუ

მოსაზრება: აფხაზეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში

31 марта, 2022
ინტერვიუ

„ვამაყობ,რომ ქართველი ვარ!’’- ლუხუმ ჩხვიმიანი

29 августа, 2019
ინტერვიუ

ლალი კალანდარიშვილი — ფსიქიატრი, რომელსაც პაციენტები დედას ეძახიან

19 марта, 2019
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ