tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home ინტერვიუ

„ვამაყობ,რომ ქართველი ვარ!’’- ლუხუმ ჩხვიმიანი

Share on FacebookShare on Twitter

ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მთელი საქართველო ზეიმობს  ლუხუმ ჩხვიმიანის გამარჯვებას, რომელმაც 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან  ნახევარფინალში იაპონელი ნაგაიამ რიუჯუ იპონით დაამარცხა.  ფინალშიკი  უზბეკ ძუდოისტს შარაფუდინ ლუტფილაევს შეხვდა.მას ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქე იპონზე დააგდო და ოქროს მედალი დაისაკუთრა! 

PSnews.ge მსოფლიო ჩემპიონს  დაუკავშირდა და ამ დიდი წარმატებით გამოწვული ემოციების გაზიარება სთხოვა.

ლუხუმ ჩხვიმიანი ზემო სვანეთის  სოფელ ლაყვრში დაიბადა და გაიზარდა.  სპორტი მამამ შეაყვარა, ძიუდო კი მისი არჩევანია. 26 წლის ძიუდოისტს ბევრი დამარცხება და არაერთი გამარჯვება უნახავს, მსოფლიო  ჩემპიონობა კი ყველაზე დიდი წარმატებაა მის კარიერაში.

„ზოგადად, სპორტი მამამ  შემაყვარა, რომელიც ბავშობიდან გვავარჯიშებდა მე და ჩემ ძმას.  ძიუდო კი ჩემი არჩევანია. 11 წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე და იმ დროიდან ძიუდოს აზარტი მაქვს.  მახსოვს, პირველი შეჯიბრი წავაგე, სწორედ მაშინ დავისახე მიზნად ყველა ჩემპიონატი  (საქართველო, ევროპა, მსოფლიო და ოლიმპიადა)მომეგო. დღეს მხოლოდ ერთი საფეხური მაშორებს ამ ყველაფერთან  და მიხარია. ’’- ამბობს ჩხვიმიანი

—  რა განცდა დაგეუფლათ, მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტის ტიტული  რომ მოიპოვეთ? იმ წუთზე გვიამბეთ.

— ყველაფერი წამის მეასედში მოხდა და სიმართლე გითხრათ, უცებ ვერც გავიაზრე. ტატამიდან როგორც ჩამოვედი,  პირველად აცრემლებული  ამბაკო და გახარებული  ლიპო დავინახე.   წლებია, მათ ვიცნობ და ასეთი ემოციური ისინი   არასდროს  მინახავს.  მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მაგარი გავაკეთე.

აი,  კვარცხლბეკზე რომ დავდექი და საქართელოს ჰიმნი გაისმა, უკვე დიდი სიამაყე ვიგრძენი.  ტელეფონი რომ ჩავრთე  და ახლობლების ბედნიერი თვალები დავინახე, მაშინ კი ნადვილად  მივხვდი ამ გამარჯვების ფასს.

-ტოკიოში თქვენს  გამგზავრებას დიდი კრიტიკა მოჰყვა, გულშემატკივრების უმრავლესობა არ ელოდა თქვენგან  ამ შედეგს.  რას გრძნობდი ამ დღეების განმავლობაში და თვითონ რა მოლოდინი გქონდათ?

-აზრის გამოთქმა, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, მაგრამ თუ რაღაც საკითხში ვერ ერკვევი ,  ვფიქრობ, კრიტიკისგან თავი უნდა შეიკავო. სოციალურ ქსელში შევდიოდი და ბევრი ნეგატიური შინაარსის კომენტარი მხვდებოდა —  „ტურისტად მიდის ჩხვიმანი“ „არ ეკუთნოდა მსოფლიოზე გასვლა“ და ასე შემდეგ, რაც მართლაც  გულდასაწყვეტია. სიმართლე გითხრათ, ამ კომენტარებმაც მომცა გარკვეული სტიმული, რომ ჩემი დამემტკიცებინა, თუმცა ასეთი საქციელი გამართლებული არაა. ისედაც უდიდესი პასუხისგებლობაა, როდესაც შენს ქვეყანს მსოფლოს მასშტაბით წარადგენ და ამ დროს ნეგატიური შეფასებები ორმაგად გსტრესავს.

მოლოდინებს რაც შეხება: რეალურად, ჩემს წონით კატეგორიაში (60კგ)  უძლიერსი კონკურენტები მყავდა. (ნაგაიამ რიუჯუ, რომელსაც ნახევარფინალში შევხვდი, ჯერ არცერთ ევროპელ და აზიელ ძიუდოისტს არ დაუმარცხებია. მხოლოდ იაპონელ ტაკატუ ნაოჰისასთან აქვს წაგებული.) ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი გამარჯვების ალბათობა ძალიან ცოტა იყო და ამას მეც ვაცნობიერებდი, თუმცა ჩემპიონატში მონაწილეობა ნამდვილად მეკუთნოდა, რადგან მანამდე ევროპა მოვიგე.

-25 აგვისტოზე გვიამბეთ, ვინ იდგა ბოლომდე თქვენს გვერდით და რამ გაგაძლიერათ იმ გადამწყვეტ დღეს?

— გამორჩეული დღე იყო.  შინაგანად განწყობილი  ვიყავი საბრძოლოდ, თუმცა ჩემპიონობას ვერ წარმოვიდგენდი. როგორც სვანეთში იტყვიან — ღმერთის ხელი ერია ამ საქმეში. მადლობა უფალს!

ტატამზე გასვლის წინ ჩემს  მწვრთნელს, ამბაკო ავალიანს ვუყურები,რომელიც  ჩუმად იდგა და ლოცულობდა, რამაც ორმაგი ძალა მომცა. მადლობა მას ყველაფრისთვის.

მადლობა ჩემს გულშემატკვრებს, ნამდვილებსაც და  სკეპტიკოსებსაც.

-როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამ წარმატების შემდეგ?

-ჯერ არფერი  შეცვლილა,   იაპონიაში ვარ და ჩემპიონატის დასრულებას ველოდები. რაღაც სურვილები მქონდა და ალბათ, განვახორციელებ. სვანეთში სახლის აშენებაზე ვოცნებობდი  და ახლა შევძლებ, რაც ძალიან მახარებს.

— ვის უძღვნით ამ გამარჯვებას?

— ჩემს ოჯახს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს და კიდევ ერთ გამორჩეულ ადამიანს…

— ამ გადასახედიდან, რითი ამყობთ ყველაზე მეტად?

-ვამაყობ, რომ ქართველი ვარ  და მიხარია, რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ერისთვის  ჩემი წილი პატარა ისტორიის დაწერა შევძელი.

— ყველაზე მეტად, ალბათ, სვანეთში ამაყობენ შენით…

-კი და ამას ვგრძნობ,  სოციალური ქსელებით მაქვს მათთან კონტაქტი. ბევრს არც ვიცნობ, მაგრამ ყველას გულწრფელად უხარია, ვიცი. იაპონიიდან როგორც კი  ჩამოვალ, აუცილებლად ავალ  სვანეთში და  ვნახავ მათ გახარებულ სახეებს.

— როგორია ჩემპიონის მომავალი გეგმები.

—როგორც გითხარით, მინდა  სანეთში ოცნების სახლის აშენება  და რაც მთავარია,  დავიწყებ  2020 წლის აგვისტოში,  ტოკიოში გასამართ ზაფხულის ოლიმპიადისთვის მზადებას.

PSnews. ge-ს რედაქციიის სახელით წარმატებას გისურვებთ!

Related Posts

საქართველოს გაიმარჯვა — ეროვნული ნაკრები მერვედფინალში გადავიდა
ბლოგი

საქართველოს გაიმარჯვა — ეროვნული ნაკრები მერვედფინალში გადავიდა

28 июня, 2024
საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ!
ბლოგი

საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ!

28 марта, 2024
ისინი ევროპის „ჯუნიორ კამპისთვის“ ემზადებიან
განათლება

ისინი ევროპის „ჯუნიორ კამპისთვის“ ემზადებიან

6 июля, 2022
მოსაზრება: აფხაზეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში
ინტერვიუ

მოსაზრება: აფხაზეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში

31 марта, 2022
„ბედნიერების ვექტორი 2022” — საქართველოში ქალთა მარათონი იწყება
საზოგადოება

„ბედნიერების ვექტორი 2022” — საქართველოში ქალთა მარათონი იწყება

22 января, 2022
პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება
ბიზნესი

პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება

13 ноября, 2021
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ