tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home ბიზნესი

„აწარმოე საქართველოში“ — განახლებული პროგრამები და სარგებლობის მექანიზმები

Share on FacebookShare on Twitter

დღეს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს განახლებული პროგრამების და პროგრამებით სარგებლობის მექანიზმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიების ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც მეწარმეების ხელშეწყობის გაძლიერებისთვის განხორციელდა და ასევე, იმ მექანიზმების შესახებ, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული პოტენციური და არსებული მეწარმე შეძლებს მისთვის საინტერესო პროგრამით სარგებლობას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამების სიმრავლისა და კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამასთანავე, ადგილობრივი წარმოების და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პოტენციურ მეწარმეებს ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ როგორ ისარგებლონ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმებით. კერძოდ, რა ნაბიჯები უნდა განხორციელდეს მეწარმეების მხრიდან სესხის თანადაფინანსების, უზრუნველყოფის, თუ გრანტის მიღების შემთხვევაში.

გაეცანით პრეზენტაციას მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/2VdvW7z

შეგახსენებთ, რომ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამის საქმიანობის სახეობები გაიზარდა და  შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.  კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50,000 ლარამდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც უფრო მეტ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს სესხის თანადაფინანსებით. ასევე, გაიზარდა საქმიანობების სახეობები: პლასტმასის, სამშნებლო მასალების, მინერალური წყლების წარმოება და ლაბორატორიები. თანადაფინანსების თვეების რაოდენობა, 24-დან 36 თვემდე გაიზარდა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეიცვალა თანამონაწილეობის პროცენტიც — რეფინანსირების განაკვეთს + 3%, ხოლო ლიზინგის საგნის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს + 5%.

იცვლება საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც, კერძოდ პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში. საკრედიტო — საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.

აღსანიშნავია, რომ ერთ—ერთი ყველაზე წარმატებული  მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამის  ბიუჯეტი 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და  რეგიონების განვითარებაზე ორიენტირებულ საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პრიორიტეტი ენიჭება: ქალ მეწარმეს, შშმ პირს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.

Related Posts

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა
ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა

25 июня, 2025
სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა
ეკონომიკა

სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა

25 июня, 2025
ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

16 июня, 2025
თბილისში ZEG -ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ბიზნესი

თბილისში ZEG -ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

13 июня, 2025
«ელკანა»-ს შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობამ და მეღვინეობამ «რტონი» ტუროპერატორების აგრო-გასტრო ინფოტურს უმასპინძლა
ბიზნესი

«ელკანა»-ს შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობამ და მეღვინეობამ «რტონი» ტუროპერატორების აგრო-გასტრო ინფოტურს უმასპინძლა

19 мая, 2025
თბილისმა მთაწმინდაზე “ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა
ბიზნესი

თბილისმა მთაწმინდაზე “ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა

12 мая, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ