თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ანტონ ობოლაშვილი: „ვფიქრობ, ახალდაბაში ნეძვის მონასტრის აღდგენა რეგიონის ტურიზმის პოტენციალის განვითარებას ძალიან დაეხმარება“

Share on FacebookShare on Twitter

ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან«, ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი ამ კვირაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს სტუმრობდა: ახალდაბას, გრიგალაშვილებს, კორტანეთსა და ზანავს.

ბატონ ანტონთან ერთად შეხვედრებზე იმყოფებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი, ბორჯომის მერის  მოადგილე ბუბა ბერიძე და სხვა პასუხისმგებელი პირები.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა ქართული ოცნების წარმატებულ საქმეებზე და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კვლავ ექნებათ საზოგადოების მხარდაჭერა, უფრო მეტი პროექტის განხორციელება იგეგმება.

 მან საზოგადოებას წარუდგინა ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან», ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი და ხაზგასმით აღნიშნა, თუ როგორ უდგას მხარში ბატონი ანტონი დღესაც თავის მშობლიურ მხარეს.

ცნობისათვის: ანტონ ობოლაშვილი შპს „გლობალფარმის“ 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია. კომპანია ფარმაცევტული საქონლით საბითუმო ვაჭრობის სფეროში მოღვაწეობს. გარდა ამისა, ობოლაშვილი შპს „პარკლაინის“ 60%-იანი წილის; შპს „მესხეთი 2004-ის“ – 100%იანი წილის; „ჯეომედიცინის“ 35%-იანი წილის მფლობელია.

ანტონ ობოლაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყო. ყურადღებით ისმენს მოსახლეობის პრობლემებს და ჯერჯერობით ზედმეტი დაპირებების გაცემისგან თავს იკავებს.

ახალდაბის, გრიგალაშვილების, კორტანეთისა და ზანავის მთავარი პრობლემა სასმელი წყალი და მისი ხარისხია. შესაბამისად, მოსახლეობის პირველი მოთხოვნაც არსებული ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის კანდიდატის მიმართ, სწორედ ამ პრობლემის დროულად მოგვარება გახლდათ.

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბატონმა დავით ზაალიშვილმა ახალდაბელებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პრობლემის გადასაჭრელად ნაბიჯები უკვე გადადგმულია და სექტემბრიდან წყლის გაფილტვრის საკითხის მოგვარებაც დაიწყება.

ახალდაბელებთან შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ დაგეგმილია კულტურის სახლის აღდგენა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უკვე არსებობს პროექტი და მომავალ წელს აუცილებლად მოხდება ახალდაბის სადგურის მიმდებარედ არსებული ტყე-პარკის დასასვენებელ პარკად მოწყობა, სხვადასხვა დასასვენებელი ადგილებისა და საბავშვო ატრაქციონების გათვალისწინებით.

პროექტი მოსახლეობას ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ გააცნო და მომავალი წლისთვის მისი პრეზენტაციაც დააანონსა.

ასევე ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ახალდაბელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახლდათ ისტორიული ნეძვის მონასტრის აღდგენა და მასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის საკითხის დროულად მოგვარება.

ამ და სხვა საკითხებზე კომენტირებისას ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა:

„მე, როგორც მათი მაჟორიტარი, მაქსიმალურად შევეცდები, ყველა პრობლემა დროულად მოვაგვარო და მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ შევწყვიტო, რათა მათგან მიღებული ინფორმაცია შესაბამის ორგანოებამდე დროულად მივიტანო. ახალდაბის მაცხოვრებლებმა ნეძვის აღდგენისა და მასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის საკითხი წამოჭრეს. ნეძვის მონასტერი მე-9 საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ, თეოდორე ნეძველმა ააგო. ბორჯომის მუნიციპალიტეტს ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, ნეძვის მონასტრის აღდგენა ამაში ხელს შეგვიწყობს. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!“

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ