თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ეკონომიკა

ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად, „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შედის

Share on FacebookShare on Twitter

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში ცვლილებები შედის. სასტუმრო და ზოგადად ტურისტული ინდუსტრია განსაკუთრებულად დაზარალდა გლობალური პანდემიის შედეგად. ამასთანავე, არსებული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ისეთი ეკონომიკური საქმიანობების მხარდაჭერა და წახალისება აუცილებელი გახდა, რომლებზეც „აწარმოე საქართველოში“ ამ ეტაპამდე არ მუშაობდა.

სწორედ ამიტომ, განხორციელებული ცვლილებები სასტუმრო ინდუსტრიისა და ტურიზმის სექტორის განვითარებაზეა ორიენტირებული. ამასთანავე, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ 6 ახალი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის ფუნქციაც დაემატა.

„COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ სირთულეებთან გასამკლავებლად, „აწარმოე საქართველოში“ აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას. სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება ხელშეწყობის მექანიზმების და თანადაფინანსების საქმიანობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას“, აცხადებს სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

სასტუმრო ინდუსტრია: მიწის იჯარით, ქირით, ან აღნაგობის უფლებით აღება

წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად სასტუმრო ინდუსტრიაში სესხის აღების აუცილებელი პირობა აღარ იქნება მიწის ნაკვეთის მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში არსებობის ფაქტი. პროგრამით დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს ექნება შესაძლებლობა სასტუმრო ააშენოს მის დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზეც. იგივე პირობები ვრცელდება შეეხება ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიაზეც.

სასტუმრო ინდუსტრიაში მიწის იჯარით,ქირით, ან აღნაგობის უფლებით აღებასთან დაკავშირებული სიახლე პროგრამაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც არ ფლობენ საკუთრებაში სასტუმროსთვის საჭირო უძრავ ქონებას, თუმცა აქვთ შესაძლებლობა გამქირავებლის, მეიჯარისა თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის სასყიდლის გადახდით ან მის გარეშე მოიპოვონ უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება.

ტურისტული სექტორი: ლოკაციური შეზღუდვის მოხსნა

დადგენილების მოქმედი რედაქციით, „აწარმოე საქართველოში“ ტურისტული სერვისების ინდუსტრიის განვითარების კუთხით ქვეყნის მასშტაბით 14 ლოკაციაზე ეხმარებოდა ბიზნესებს. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად კი ეს შეზღუდვა იხსნება და სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწყებს აღნიშნულ სექტორთან თანამშრომლობას.

ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ მომართვიანობაზე დაყრდნობით, საჭირო გახდა ლოკაციების შეზღუდვის მოხსნა არა მარტო სასტუმროსთვის, ასევე მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ტურისტული სერვისების ინდუსტრიისთვისაც.

დღეიდან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მეწარმე სუბიექტები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეძლებენ ისეთი საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ობიექტების მოწყობას, როგორებიცაა თემატური პარკები, ეთნო/ეთნოგრაფიული პარკები, ე.წ. ვეიკ პარკები (Wake park) და სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა ატრაქციები. 

6 ახალი ეკონომიკური საქმიანობა

არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად  საჭიროა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი დაძლევის მექანიზმების განხორციელება. 2014 წლიდან, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ 12 000-მდე ბენეფიციარს დაუჭირა მხარი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში . დღეიდან კი პროგრამას «აწარმოე საქართველოში» პრიორიტეტული მიმართულებების სიას დაემატება 6 ახალი ეკონომიკური საქმიანობა. მათ შორის არის კომპიუტერული თამაშების გამოცემა, საავადმყოფოების საქმიანობები, ზოგადი სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები სპეციალიზებული სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები, სტომატოლოგიური პრაქტიკის საქმიანობები, კინოფილმების საწარმოებელი მოწყობილობების შეძენა იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით.

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ