თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბიზნესი

EBRD და FAO საქართველოს აგროტურიზმის განვითარებაში დაეხმარებიან

Share on FacebookShare on Twitter

EBRD და FAO ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი ინიციატივით გამოდიან, რომლის თანახმადაც, აგროტურიზმი და ტრადიციული ქართული აგროპროდუქტები ტურისტების მოზიდვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. ახალი ინიციატივის მიზანია, ტურიზმის სექტორს პანდემიით გამოწვეული კრიზის დაძლევასა და რეაბილიტაციაში დაეხმაროს.

COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ თითქმის სრულად გააჩერა გლობალური ტურიზმი, რასაც მძიმე ეკონომიკურ კრიზისი, სამუშაო ადგილების შემცირება და დაკარგვა მოჰყვა. თუმცა, ამავდროულად, პანდემიამ მსოფლიოს შესაძლებლობა მისცა, გადაეფასებინა ტურიზმის ინდუსტრია, რათა მომავალში ტურიზმი მეტად უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და ჩვენი პლანეტისთვის უფრო მეგობრული გახდეს.

ტურიზმის ინდუსტრიის გადააზრების კონცეფციის ნაწილია ქართული აგროტურიზმი, რომელსაც პოტენციალი აქვს გახდეს ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელსაც ინდუსტრიის განახლება და კრიზისიდან გამოყვანა შეეძლება.

აგროტურიზმის მიმართულებით EBRD-ის და FAO–ს ერთობლივი, ახალი, ინიციატივა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ავთენტურ ქართულ პროდუქტებზე, რომელთა დაგემოვნება შესაძლებელია მხოლოდ ლოკალურად და რომელთა თვისებებს საქართველოს კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელი გარემოებები — მცენარეები, ცხოველები, კლიმატი, ნიადაგი და კულინარიული ტრადიციები განსაზღვრავენ. მაგალითისთვის, ამგვარი უნიკალური პროდუქტია თუშური გუდა, რომელიც  საუკუნოვანი ტრადიციული ქართული მეთოდითა და მხოლოდ ადგილობრივი სახეობის ცხვრისგან მიღებული რძით მზადდება.

ინიციატივის ფარგლებშივე, EBRD და FAO ადგილობრივ, მცირე ზომის, თუმცა მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებლებს დაეხმარებიან ისეთი ახალი ბაზრების ათვისებაში,  როგორებიცაა ადგილობრივი სასტუმროები, რესტორნები და კაფეები.   

აღნიშნული ინიციატივა  EBRD/FAO-ს, უკვე განხორციელებულ, გეოგრაფიული  აღნიშვნების (GI) პროექტს ეფუძნება. GI არის ეტიკეტი, რომელიც ქართულ, უნიკალურ პროდუქტს ენიჭება. მისი, როგორც სამარკო ნიშნის გამოყენება, საქართველოს საშუალებას მისცემს ფალსიფიცირებისგან დაიცვას ისეთი პროდუქტები როგორიცაა: სულგუნი, ჩეჩილი ყველი ან ჩურჩხელა. გეოგრაფიული აღნიშვნები, როგორც პროდუქტებისთვის მინიჭებული მაღალი ხარისხის სიმბოლო, მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივ დონეზე წარმოებული პროდუქტების ღირებულებას და მწარმოებელი ფერმერების შემოსავლებს. ასევე, ათავსებს საქართველოს მსოფლიო აგროტურიზმის რუკაზე.

მდგრადი აგროტურიზმი ერთი მხრივ,  მცირე ბიზნესოპერატორებს დაეხმარება, გახდნენ უფრო მედეგები კრიზისების მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, გააძლიერებს ქართულ ტრადიციულ სასურსათო წარმოებას. EBRD/FAO-ის ახალი პროექტი განხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დავის სამინისტროსთან, WWF კავკასიასთან, ელკანასთან, Slow Food-თან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ