თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Doclisboa საქართველოს მასშტაბურ რეტროსპექტივას უძღვნის

Share on FacebookShare on Twitter

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Doclisboa წელს მეთვრამეტედ აიღებს სტარტს. კორონავირუსის პანდემიის გამო იგი წელს განსხვავებული ფორმატით, ონლაინ ტარდება. ამასგარდა, სიახლეა ისიც, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა Doclisboa-ს პროგრამა ექვს ნაწილად დაყვეს და კინომოყვარულებს ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდებიან.

ფესტივალი 22 ოქტომბერს გაიხსნება და კინომოყვარულებს პროგრამის პირველ ნაწილს 1 ნოემბრის ჩათვლით შესთავაზებს. სწორედ ამ პერიოდში ყურადღება საქართველოს მიმართ იქნება მიპყრობილი.

უწყვეტი მოგზაურობა – ამაღელვებელი ქართული კინოს რეტროსპექტივა – ასე უწოდეს ორგანიზატორებმა იმ მასშტაბურ რეტროსპექტივას, რომელსაც კინოფესტივალი წელს საქართველოს მიუძღვნის. რეტროსპექტივა დააკავშირებს წარსულსა და აწმყოს და ფესტივალის სტუმრებს შესთავაზებს ქართულ ფილმებს დაწყებული უხმო კინოს პერიოდიდან, დასრულებული თანამედროვე ნამუშევრებით.

ქართული კინოს მრავალწლიანი ისტორია მრავალფეროვანი პროგრამით იქნება წარმოდგენილი. იგი გააერთიანებს შემდეგ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს:

  1. “ლექსი ვეფხვისა და მოყმისა” (2014), რეჟისორი მარიამ კანდელაკი;
  2. „ელისო“ (1928), რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;
  3. „ბუბა“ (1930), რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე;
  4. „ჯიმ შვანთე“ (მარილი სვანეთს) (1930), რეჟისორი მიხეილ კალატოზოვი;
  5. „გოგონა და შადრევანი“ (1967), რეჟისორი კარლო სულაკაური;
  6. „გრძელი ნათელი დღეები“ (2013), რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი;
  7. „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1933), რეჟისორი სიკო დოლიძე;
  8. „კოლმეურნის ჰიგიენა“ (1934), რეჟისორი ვახტანგ შველიძე;
  9. „დილის რომანსი“ (1996), რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი;
  10. „როცა დედამიწა მსუბუქია“ (2015) – რეჟისორები: სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი;
  11. „კომუნარის ჩიბუხი“ (1929) – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
  12. „ჩემი ბებია“ (1929) – კოტე მიქაბერიძე;
  13. „წუნა და წრუწუნა“ (1955) – რეჟისორი არკადი ხინთიბიძე;
  14. „კომბლე“ (1979) – რეჟისორი გივი კასრაძე;
  15. „ბებო“ (2013) – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი;
  16. „ლი.ლე“ (2017) – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი;
  17. „მეთევზე და გოგონა“ (2018) – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი;
  18. „ქრისტინე“ (1916) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
  19. „მზაღო და გელა“ (1934) – რეჟისორები: ლევ პუში და შალვა ხუსკივაძე;
  20. „სიმინდის კუნძული“ (2014) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
  21. „პონტო – შავი, შავი ზღვა“ (2001) – ნოდარ ბეგიაშვილი;
  22. „მოცურავე“ (1981) – რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე;
  23. „მოგზაურობა სოპოტში“ (1980) – რეჟისორი ნანა ჯორჯაძე;
  24. „უკანასკნელნი“ (2006) – რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი;
  25. „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ (1985) – რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი;
  26. „ფიროსმანი“ (1969) – რეჟისორი გიორგი შენგელაია;
  27. „არაჩვეულებრივი გამოფენა (1968) – რეჟისორი ელდარ შენგელაია;
  28. „რა-ნი-ნა“ (1974) – რეჟისორი მიხეილ ბახანოვი;
  29. „ძველი ქართული სიმღერა“ (1969) – რეჟისორი ოთარ იოსელიანი;
  30. „ნერგები“(1972) – რეჟისორი რეზო ჩხეიძე;
  31. „ქოლგა“ (1966) – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
  32. „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978) – რეჟისორი ლანა ღოღობერიძე;
  33. „ჭირი“ (1983) – რეჟისორი დავით თაყაიშვილი;
  34. „ბო-ბო“ (1985) – რეჟისორი ლევან ჭყონია;
  35. „სხვისი სახლი“ (2016) – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე;
  36. „მეკვლე“ (1981) – რეჟისორი გოდერძი ჩოხელი;
  37. „ჩასარბენი ციხე“ (2018) – რეჟისორი სალომე ჯაში;
  38. „მე გადავცურე ენგური“ (2016) – რეჟისორი ანუნა ბუკია;
  39. „ერთი ნახვით შეყვარება“ (1975) – რეჟისორი რეზო ესაძე;
  40. „ომის იავნანა“ (2019) – რეჟისორი იანა უგრეხელიძე;
  41. „დედე“ (2017) – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
  42. „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“ (1925) – რეჟისორი ივანე პერესტიანი;
  43. „გზაზე“ (2003) – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
  44. „ოქროს ძაფი“ (2019) – რეჟისორი ლანა ღოღობერიძე;

(ფილმების თანმიმდევრობა მოცემულია მათი ჩვენებების განრიგის მიხედვით. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://doclisboa.org/2020/en/).

აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალის ინდუსტრიული სექცია Nebulae საქართველოს, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, მოწვეული ქვეყნის სტატუსით უმასპინძლებს. ფოკუსში ყოფნა გულისხმობს ქართული ფილმების 8 პროექტის პრეზენტაციას უცხოელი კინემატოგრაფისტების წინაშე და არაერთი საინტერესო პანელ დისკუსიის მოწყობას ქართველი კინემატოგრაფისტების მოაწილეობით. ასევე, 1 ნოემბერს გაიმართება დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში ქართული კინოს გარშემო. (მოცემულ ბმულზე იხილეთ ფესტივალზე წარმოდგენილი ქართული ფილმების პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც ამჟამად განვითარების ეტაპზეა https://doclisboa.org/2020/en/projects-in-development/).

Related Posts

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“

28 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ