tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით

Share on FacebookShare on Twitter

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ  ბრიფინგი გამართა და საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.

„წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ  პროცესებზე, რაც უკავშირდება საჩივრების განხილვას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ გუშინ გააკეთა განცხადება ჩართულ მხარეებთან შეხვედრაზე, რომ ნებისმიერ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კითხვის ნიშნებს მონაცემებში არსებული შესაძლო სერიოზული შეცდომების შესახებ, იქნებოდა განხილული მაღალი პროფესიული სტანდარტით და ყველა უფლებამოსილი მხარის მონაწილეობით.

ცნობილია, რომ ცესკოს უფლებამოსილებას აღემატება საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებში და მათ დისკრეციულ უფლებამოსილებებში ჩარევა. თუმცა  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიაწოდა რეკომენდაცია და გააცნო ცესკოს ცალსახა პოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ ის შემაჯამებელი ოქმები, რომელთა მიმართაც შესაძლოა არსებობდეს საფუძვლიანი მოთხოვნები და დასაბუთებული გარემოებები, გაიხსნას და გადაითვალოს მათ მიერ.

ასევე, გაცემულია რეკომენდაცია, რომ აღნიშნული გადათვლის პროცესი ჩატარდეს გამჭვირვალედ, ყველა უფლებამოსილი მხარე იყოს ჩართული და ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ პროცესის მონიტორინგი. ამასთან, მივმართავთ ჩართულ მხარეებს, იმოქმედონ კანონისა და ეთიკის ფარგლებში და ხელი შეუწყონ საოლქო საარჩევნო კომისიებს აღნიშნული პროცედურების მშვიდ და პროფესიულ გარემოში განსახორციელებლად.

მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნოს, რომ ჩვენს მიერ დამუშავებულია შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობის სტატისტიკა. ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ და კიდევ გვსურს გავიმეოროთ, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ბიულეტენების ნაკლებობის შემთხვევები არის სამართლებრივად სწორი და ძირითადად გვხვდება ე.წ. კოვიდ უბნებზე — 3001 და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ უბნებზე — 2158, რაც საკანონმდებლო მოცემულობაა, ვინაიდან სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩეველი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას, თუ ის რეგისტრირებულია იმავე მაჟორიტარულ ოლქში. დასასრულს მინდა მოგახსენოთ, რომ ახლაც მიმდინარეობს ცალკეულ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის, გადამოწმებისა თუ გადათვლის პროცედურები, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება უმოკლეს დროში იქნება ინფორმირებული“ — განაცხადა გიორგი შარაბიძემ ბრიფინგზე.

Related Posts

ბლოგი

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, პროფესიული კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად, სასწავლო დაწესებულებების განაცხადების მიღებას იწყებს

8 августа, 2025
2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება
ბლოგი

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

6 августа, 2025
გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

9 июля, 2025
რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ბლოგი

რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

9 июля, 2025
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
ბლოგი

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

9 июля, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა
ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა

25 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ