თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბიზნესი

ქართული ღვინის რიგით მესამე ფორუმი ონლაინ ფორმატში გაიმართა

Share on FacebookShare on Twitter

ღვინის ეროვნული  სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, „ქართული ღვინის ფორუმში“ მესამედ, ამჯერად ონლაინ ფორმატში გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფორუმში მონაწილეობა დისტანციურად მიიღო. მინისტრი „ქართული ღვინის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სამეცნიერო ვებინარში ჩაერთო, რომელიც ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიისა და ღვინის დაყენების უნიკალურ კულტურას მიეძღვნა. ვებინარზე ქართული ღვინის ისტორიის, გენეტიკისა და ტრადიციების პარალელურად, მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მისი პოტენციალი და პერსპექტივები, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო პანდემიამდე და პანდემიის პირობებში.

ვებინარში მონაწილეობდნენ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართული ვაზისა და კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის კოორდინატორი დავით მაღრაძე, ექსპერტი თორნიკე კორძაია, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, მათ შორის, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი (Patrick Edward McGovern).

ქართული ღვინის ფორუმი ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით იმართება.  პირველ ფორუმს, 2018 წელს, ვაშინგტონმა, ხოლო გასულ წელს, ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა. მიმდინარე წელს ფორუმის გამართვა აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ დევისში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მეღვინეობის უნივერსიტეტის ბაზაზე, რობერტ მონდავის ცენტრში იგეგმებოდა. თუმცა, პანდემიის გამო, მისი ჩატარება ონლაინ ფორმატში გადაწყდა.  ფორუმი, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარების მიერ ხდება ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების გაცნობა-განხილვა.

ფორუმის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციებიც პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროების წარმომადგენლებისთვის. მიმდინარე წელს, ქართული ღვინის წარდგენა ონლაინ მოხდება, რომელშიც 50-მდე ღვინის პროფესიონალი დისტანციურად იქნება ჩართული. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა, პანდემიის პირობებშიც სხვადასხვა ფორმატში, მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. შედეგად, მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ