tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home განათლება

სამინისტრო: სტუდენტების 1/3 -ს სწავლის გადასახადი სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება

Share on FacebookShare on Twitter

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია, როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. ამის დასტურია ის პროგრამები, რომლებიც წლებია ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების 1/3 -ს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება სწავლის გადასახადი, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იხარჯება 100 მილიონზე მეტი ლარი.

 პანდემიის დაწყებიდან  არსებულ საგრანტო პროგრამებს დაემატა ახალი ინიციატივები.

უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით – სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით  სოციალური დახმარების ფარგლებში (150 000 ქულა და ნაკლები) სწავლის საფასური დაუფინანსდა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 15 015 სტუდენტს, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება აუნაზღაურდა 1 588 სტუდენტს.

გარდა ამისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე  დაყრდნობით, 2020 წლის პირველი ნოემბრისა და 15 ნოემბრის მდგომარეობით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადაირიცხა 55 589 სტუდენტის საგრანტო და პროგრამული დაფინანსება: 

სახელმწიფო სასწავლო გრანტი — 27 890 (ბაკალავრიატი);

პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება — 19 775 (ბაკალავრიატი);

სახელმწიფო სასწავლო გრანტი (სოციალური)  — 4 489 (ბაკალავრიატი);

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების საფუძველზე ჩარიცხული პირების გრანტი — 16 (ბაკალავრიატი);

თანამემამულის სტატუსი მქონე პირები — 35 (ბაკალავრიატი);

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები (2020) 379 (ბაკალავრიატი);

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები (2019) —           61 (ბაკალავრიატი);

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გრანტი -122(ბაკალავრიატი);

მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა — 829 (ბაკალავრიატი);

სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი -1 781 (მაგისტრატურა);

სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი (სოციალური) -177 (მაგისტრატურა);

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გრანტი — 16 (მაგისტრატურა);

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრების, საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირების გრანტი — 19 (მაგისტრატურა).

დასრულდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული  სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოპოვების პროცესი 2020-2021 სასწავლო წლისთვის.

სიციალური პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მოიპოვა  სხვადასხვა კეტეგორიის 1539-მა სტუდენტმა, მათ შორის: სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს მაღალმთიანი დასახლების სკოლებში, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 2 წელი სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო 1 წელი სწავლობდნენ/მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო  წელი სწავლობდნენ აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან სკოლაში, ტერიტორიული მთლიანობისათვის  ომში და თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებმა ან ბრძოლების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანებმა ან მათმა შვილებმა, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილი) წევრებმა, უდედმამო სტუდენტებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლებში, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფმა პირებმა, სტუდენტებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, სარეიტინგო ქულით 70000 ან ნაკლები).

სამინისტროს მიერ ფინანსდება პროგრამა «სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს», რომლის ფარგლებში თვეში 150 ლარის ოდენობით სტიპენდიას იღებენ სსიპ — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.  2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემეტრში სტიპენდია გადაეცა 3243 სტუდენტს.

გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამა 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის საფასურის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობით დაფინანსების მიზნით. მიმდინარეობს მუშაობა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, ონის, წალენჯიხის, ზუგდიდის (სოფ. რიყე, რუხი და ხურჩა) მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სტუდენტების სიების დაზუსტებაზე.

Related Posts

მიხეილ სარჯველაძე — „არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების გამავლობაში“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების გამავლობაში“

10 мая, 2025
C ჰეპატიტის გამომწვევი პრობლემები
ბლოგი

C ჰეპატიტის გამომწვევი პრობლემები

9 мая, 2025
“ელკანა”-მ » ხორბლის ენდემური სახეობების, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია გამართა
განათლება

“ელკანა”-მ » ხორბლის ენდემური სახეობების, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია გამართა

6 мая, 2025
თბილისმა ღვინის ფესტივალს „Wine Ambassadors 2025“ უმასპინძლა
განათლება

თბილისმა ღვინის ფესტივალს „Wine Ambassadors 2025“ უმასპინძლა

4 мая, 2025
საქართველოს ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სტუმრობდა
ეკონომიკა

საქართველოს ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სტუმრობდა

3 мая, 2025
საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
განათლება

საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

3 мая, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ