თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე — საპროტესტო აქცია სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდასაჭერად

Share on FacebookShare on Twitter

ორგანიზაციებმა „პროგრესის ცენტრი“ და  ანა დოლიძე — მოძრაობა „ხალხისთვის“, ორგანიზაცია „მწვანეებთან“ ერთად სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით დუმილის აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტიკერები გააკრეს წარწერით „75 000“ და „რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე“. აქციის მონაწილეებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა და სწავლის გადასახადის განახევრება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

„პროგრესის ცენტრის“ თავმჯდომარის, ელენე ელბაქიძის განცხადებით, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რათა ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ.

„18 დეკემბერს  პარლამენტში ჩვენ შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა და 22 დეკემბერს მივმართეთ 4 ძირითადი კითხვით, გავმართეთ აქცია პერფორმანსი, შევაგროვეთ 10 000 ხელმოწერა პეტიციაზე, რომელიც ეხება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. ამ საკითხს გამოეხმაურა ბევრი პოლიტიკური პარტია და პარტიების ახალგაზრდული ფრთები, რაც ხაზს უსვამს, რომ ეს პოლიტიკურად აქტიური პრობლემაა. სამწუხაროდ ხელისუფლება ისევ დუმს, ამიტომ დღეს ჩვენ ვმართავთ დუმილის აქციას და გავაგრძელებთ ბრძოლას“. — ამბობს ელენე ელბაქიძე.

„პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლის, მაკა ტოხიშვილი ინფორმაციით, 3 უნივერსიტეტი უკვე წავიდა გარკვეულ დათმობებზე, რაც ცენტრის აქტივობების შედეგია.

„ჩვენ როგორც უფლებადამცველ ორგანიზაციას ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში მოგვმართა უამრავმა სტუდენტმა სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივა, საკანონმდებლო ორგანოსთვის და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებასაც იმ თვალსაზრისით, რომ სამი უნივერსიტეტი წავიდა უკვე დათმობაზე“. — აღნიშნა მაკა ტოხიშვილმა.

„მწვანეების“ წარმომადგენლის ანა აფაქიძის თქმით, ერთი თვეა რაც ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესის ცენტრთან თანამშრომლობენ და იზიარებენ მათ მოთხოვნებ, რომ განახევრდეს სწავლის გადასახადი და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღუდგეთ სტატუსი.

„ვინაიდან ჩვენს ორგანიზაციაში ბევრი სტუდენტია და საკუთარ თავზე გამოვცადეთ ეს პრობლემა, გადავწყვიტეთ, რომ ჩავრთულიყავით ამ ბრძოლაში. პანდემიის ფონზე უამრავმა სტუდენტმა დაკარგა სამსახური და ვეღარ ახერხებენ სწავლის გადასახადის დაფარვას, რაც მათი პირადი პასუხისმგებლობა არ არის. ონლაინ სწავლებიდან გამომდინარე  უნივერსიტეტს უამრავი რესურსი და ხარჯი შეუმცირდა, და შესაბამისად საჭიროა, რომ სწავლის საფასურიც განახევრდეს“ — აცხადებს ანა აფაქიძე.

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ