თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ეკონომიკა

FAO-ს ფასების ინდექსმა 2020-ში, ბოლო სამი წლის მაქსიმუმს მიაღწია

Share on FacebookShare on Twitter

12 იანვარი 2021 თბილისი — FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს — დეკემბერში, ზრდას განაგრძობდა და 107.2 ქულა შეადგინა, რაც ნოემბრის თვის მაჩვენებელს 2.2%-ით აღემატება. სრულად, 2020 წლის წლიურმა, საშუალო ქულამ 97.9 შეადგინა, რომელიც ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული ქულა, 2019 წელის საშუალო მაჩვენებელს 3.1%-ით აღემატება, თუმცა 25%-ით ჩამორჩება 2011 წლის რეკორდულ პიკს.

დეკემბერში, მცენარეულ ზეთზე ფასებმა 4.7%-ით მოიმატა და 2012 წლის სექტემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალ, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, დეკემბერში გაიზარდა პალმის ზეთის ფასები, რასაც ხელი შეუწყო ინდონეზიაში საექსპორტო გადასახადის მკვეთრმა ზრდამ. სოიოს ზეთზე კი ფასების ზრდის მიზეზად, არგენტინაში გაჭიანურებული საპროტესტო აქციები იქცა, რამაც ექსპორტის პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. საერთო ჯამში, 2020-ში, წინა, 2019 წელთან შედარებით, მცენარეულ ზეთებზე ფასები 19.1%-ით გაზარდა.

ნოემბერის თვესთან შედარებით, 1.1%-ითაა მომატებული FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსიც. აღნიშნული მონაცემი, 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს — 6.6%-ით აღემატება. ხორბლის ფასის ზრდის მიზეზად, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე, რუსეთში მარცვლეულის მოყვანისათვის საჭირო პირობებთან დაკავშირებული პრობლემები მოაზრება. რაც შეეხება ბრინჯს, 2020-ში, წინა წელთან შედარებით ბრინჯის ექსპორტი 8.6-ით გაიზარდა. იგივე მაჩვენებელი სიმინდზე გაზრდილია — 7.6% ხოლო ხორბალზე — 5.6%-ით.

3.2%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდა უწყვეტად გრძელდებოდა ბოლო შვიდი თვის მანძილზე. აღნიშნულის მიზეზად მსოფლიოში და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, რძესა და რძის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდებოდა. მიუხედავად ამისა, 2020-ში რძის ფასების ინდექსის საშუალო ქულა, 1.0%-ით ჩამორჩებოდა 2019 წლის მაჩვენებელს.

დეკემბერში, ხორცის ფასების ინდექსი გაიზარდა 1.7%-ით, ხოლო 2020 წელის ხორცის საშუალო მაჩვეენებლი, 2019 წლის ნიშნულს 4.5%-ით ჩამორჩებოდა. წლის ბოლო თვეს, ფრინველის ხორცზე ფასები მსუბუქად გაიზარდა, ხოლო ღორის ხორცზე კი შემცირდა. შემცირება გერმანიის მხრიდან ექსპორტის ცვლილებას უკავშირდება, რასაც წინ უძღვოდა აზიაში ღორის აფრიკული ცხელების აფეთქება, რამაც ცხოველის განადგურება გამოიწვია. FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა 0.6%-ით დაიკლო დეკემბერში. 2020 წელს შაქრის ფასების საშუალო მაჩვენებელი კი 1.1%-ით მეტი იყო, 2019 წლის ამავე მონაცემზე.

Related Posts

რუსთავში, 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ბლოგი

რუსთავში, 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

16 декабря, 2025
მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

12 декабря, 2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

12 декабря, 2025
„თვითმიზანი ავტომფლობელების დაჯარიმება არ არის. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება“, — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე
ბლოგი

„თვითმიზანი ავტომფლობელების დაჯარიმება არ არის. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება“, — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე

12 декабря, 2025
გივი მიქანაძემ ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა გახსნა
ბლოგი

გივი მიქანაძემ ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა გახსნა

11 декабря, 2025
გივი მიქანაძე: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“

24 ноября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ