თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

ნორვეგიის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით ახალი პროექტი იწყება

Share on FacebookShare on Twitter

განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს.  

აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, მათ შორის, შშმ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, სოციალურად დაუცველი, სკოლის მიღმა დარჩენილი, ანდა სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვები. პროგრამა მათ დაეხმარება, მიიღონ ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება. პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და 2021-2023 წლებში განხორციელდება.

პროგრამის პრეზენტაციასთან ერთად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ნორვეგიის ელჩმა ჰელენ სანდ ანდრესენმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა და ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს გენერალურმა მენეჯერმა ანმარი ბექმან ჰანსენმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ ნორვეგიის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების განვითარება სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება. ვიმედოვნებ, რომ პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ხელშესახებ და ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს,“ – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

„ოთხწლიანი თანამშრომლობა ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ერთიან სტრატეგიულ ხედვას“, – განაცხადა მისმა აღმატებულებამ, ჰელენ სანდ ანდრესენმა, ნორვეგიის ელჩმა საქართველოში. „პროექტი ეფუძნება განვითარების პროგრამის ეროვნულ პრიორიტეტებს და მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს. პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარებას პრაქტიკოს სპეციალისტებსა და თანამოაზრეთა შორის, გაეროს წამყვანი სააგენტოს მხარდაჭერას, რომელსაც აქვს  აღნიშნულ სფეროში დიდი გამოცდილება და ასევე ათეულობით წელია მუშაობს ქვეყანაში. პროექტის მიზანია, განახორციელოს თითოეული ბავშვის უფლება, განავითაროს პიროვნული თვისებები, ნიჭი, შემოქმედებითი უნარები, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები“.     

„თითოეულ ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების და სწავლის უფლება“, – განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „როგორც ყველა ბავშვს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც აქვთ სამომავლო გეგმები და ოცნებები, მაგრამ განათლების მიღების გზაზე ისინი ხშირად აწყდებიან  მუდმივ ბარიერებს არსებული სტიგმისა და სასკოლო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მომსახურებების არარსებობის გამო. ინკლუზიური განათლება ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი ერთად სწავლობს, ერთსა და იმავე სკოლაში, და ქმნის მრავალფეროვან გარემოს საკლასო ოთახში. ეს ნიშნავს, რომ სწავლება და სასწავლო გეგმა, სკოლის შენობები, საკლასო ოთახები, სათამაშო ადგილები უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის შესაფერისი. მადლობას ვუხდი ნორვეგიის მთავრობას უდიდესი მხარდაჭერისთვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვიმუშავებთ, რათა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს ჰქონდეს სწავლისა და თავისი პოტენციალის განვითარების სრული შესაძლებლობა“, – აღნიშნა ხალილმა.

პროგრამის განხორციელების შედეგად შემუშავდება მასწავლებელთა ეფექტიანი სასწავლო პროგრამები და დამხმარე სწავლა-სწავლების რესურსები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; შეირჩევა გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მქონე  რესურს სკოლები, შეიქმნება სასწავლო რესურსები და გადამზადდებიან სკოლის ხელმძღვანელები, პედაგოგები, საგანმანათლებლო ცენტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; პარტნიორი სკოლები ბავშვებს უზრუნველყოფენ გაკვეთილების შემდგომი, სასწავლო, გასართობი და ზედამხედველობის ქვეშ თავისუფალი დროის ორგანიზების პროგრამებით; სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეიქმნება ცოდნის რესურს-ცენტრები/ბავშვთა უფლებების ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობასა და ცოდნის გაზიარებას ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული განათლების შესახებ; გაძლიერდება მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები უნივერსიტეტებსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრებში, რათა ახალი მასწავლებლები აღიჭურვონ სათანადო ცოდნითა და უნარებით.

Related Posts

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“

28 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ