თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბიზნესი

უკვე რამდენიმე დღეა, „ბორჯომის“ თანამშრომლები გაფიცულები არიან

Share on FacebookShare on Twitter

უკვე რამდენიმე დღეა, კომპანია „ბორჯომის“ #1 და #2 ჩამომსხმელი საამქროს თანამშრომლები გაფიცულები არიან. ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აგრეთვე — დასვენების და შესვენების უფლებას, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.

კომპანიამ გაფიცვის მონაწილეებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის და დათმობებზე წასვლისთვის, თუმცა, მათთვის მიუღებელია მოლაპარაკების პროცესში პროფკავშირების ჩართვა.

18 მაისს ქალაქ ბორჯომში „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. თანამშრომლების გაფიცვას კომპანია „ბორჯომი» მაშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არის, დასაქმებულთა ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი განაწილების პრინციპით განახორციელოს. ეს შეთავაზება გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. 

დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოსთვის მხოლოდ მცირე ნაწილს უნაზღაურებდნენ. გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე მიმდინარეობდა 21 დღიანი სამედიაციო პროცესი, თუმცა უშედეგოდ.

როგოც საქართველოს პროფკავშირებში აცხადებენ, გაფიცვაში მონაწილეობას 400-მდე დასაქმებული იღებს, შედეგად სრულად გაჩერებულია ორივე ქარხნის მუშაობა. გაფიცვის სამი დღის განმავლობაში, კომპანიის ადმინისტაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დასაქმებულების პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას, ადმინისტრაციისგან გაფიცულების მიმართ პირდაპირ დაშინებასა და მუქარას, კანონიერ გაფიცვაში მონაწილეობისა და მედიასთან კომუნიკაციის გამო.

გაფიცულებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისრა ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობისა და გაფიცული თანამშრომლების პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა.

მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობისა და გაფიცული თანამშრომლების პირისპირ მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის მიზეზად კომპანიაში გაფიცვების ორგანიზატორის დესტრუქციულ ქმედებებს ასახელებენ. საუბარია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძეზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ის უკრძალავს კომპანიის თანამშრომლებს დამსაქმებლებთან შეხვედრას მისი ჩართულობის გარეშე, რაც კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის პროფკავშირებში გაერთიანებულებთანაც და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ, შესახვედრად და მოსალაპარაკებლად“, – აღნიშნულია კომპანიის განცხდებაში.

„ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები კი კომპანიის ხელმძღვანელობის პირობების გაცნობას მხოლოდ პროფკავშირის იურისტის თანდასწრებით თანხმდებიან.

Related Posts

კენჭისყრის პროცესი დასრულდა
ბლოგი

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

4 октября, 2025
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
ბლოგი

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

4 октября, 2025
ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

4 октября, 2025
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ბლოგი

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი
ბლოგი

საინფორმაციო ბრიფინგი

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით
საზოგადოება

საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

4 октября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ