თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილისაგან ასპინძის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლას საჩუქრად წიგნები გადაეცათ

Share on FacebookShare on Twitter

მედიასახლი P.S. (პოსტსკრიპტუმი) კვლავ აგრძელებს წიგნიერების ტრადიციულ საქველმოქმედო აქციას „წიგნი ყველა ბავშვს“. ამჯერად აქციის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტს ვესტუმრეთ.

მოსწავლეებისთვის მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურის შეძენა მოხდა პარლამენტარის, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის,  ბატონ ანტონ ობოლაშვილის სპონსორობით.

ადგილზე კი ორგანიზებაში დაგვეხმარნენ პარლამენტარის ასპინძის  ბიუროს ხელმძღვანელი, გურანდა ხატიძე და ბიუროს თანამშრომელი ქრისტინე ყურმაშვილი.

წიგნები საჩუქრად გადაეცათ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში მცხოვრებ რაულ ჯორბენაძის 7 შვილიან ოჯახს და  4 სკოლას:

  • სსიპ ასპინძის საჯარო სკოლას (დირექტორი კლარა ზედგენიძე), სადაც ასპინძის ხუთი სხვადასხვა სოფლიდან სწავლობენ მოზარდები და სკოლას სულ 513 მოსწავლე ჰყავს;
  • სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლას (დირექტორი აკაკი ადეიშვილი), სადაც ამ ეტაპზე 48 მოსწავლე სწავლობს.
  • სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლას (დირექტორი გიორგი კაველიძე) სადაც ამავე სოფლის 90 მოსწავლე ჰყავთ და ასევე — 40 ბავშვი სოფელ თმოგვიდან ეუფლება განათლებას.
  • სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლას (დირექტორი ლიანა სანდოძე), სადაც პირველი-მეცხრე კლასის ჩათვლით სულ 27 ბავშვი სწავლობს.

ფაქტობრივად, ყველა ბიბლიოთეკას აქვს წიგნადი ფონდის განახლების პრობლემა. როგორც მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ბიბლიოთეკებში ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდის წიგნები, ლენინის თუ სტალინის ტომეულებიც კი შენახული აქვთ და თავიანთი ძალებით ცდილობენ ახალ-ახალი წიგნების შეძენას, მაგრამ ეს სკოლისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. შესაბამისად, მაჟორიტარის საჩუქარმა დიდი მადლიერება გამოიწვია როგორც პედაგოგების, ისე — მოსწავლეთა მხრიდან.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბატონი ანტონ ობოლაშივილის ქველმოქმედებით წიგნები უკვე გადაეცათ ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის  მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლას, ბიბლიოთეკას თუ წარმატებულ მოსწავლეებს. მაჟორიტარის საქმიანობაში ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი განათლების გაუმჯობესებისათვის ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ის, როგორც ხშირად აღნიშნავს ჩვენთან საუბარში, ყოველთვის მზადაა, მხარში დაუდგეს ყველა კეთილშობილურ საქმეს, რაც ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებასთანაა დაკავშირებული.

ნატო გუბელაძე

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი

ფოტოები: ქრისტინე ყურმაშვილი.

Related Posts

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“

28 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ