tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home განათლება

სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით შემცირდა

Share on FacebookShare on Twitter

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირებისა და განათლების სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

უახლესი მონაცემებით, ბენეფიციარებთან სოციალური მუშაკების ინტენსიური მუშაობის, სხვადასხვა უწყების მონაცემთა ბაზების შედარებისა და აღმოფხვრილი შეუსაბამობების შედეგად, ასევე პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის მონაცემების გათვალისწინებით, სკოლის მიღმა დარჩენილ პირთა რიცხვი დღეის მდგომარეობით  6,885-მდე შემცირდა.

მნიშვნელოვანია, რომ 1000-ზე მეტმა ბავშვმა უკვე გაიარა რეგისტრაცია და სექტემბრიდან შემოუერთდებიან  სასწავლო პროცესს. გარდა ამისა, მონაცემთა საგრძნობი შემცირება განაპირობა უცხოელ პირებთან აღრიცხვის პრობლემების მოწესრიგებამ, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფი იმ ბავშვების გამოვლენამ, რომლებიც საზღვარგარეთ დაიბადნენ, თუმცა საქართველოს მოქალაქეები არიან.

პირველკლასელთა რეგისტრაციის III (საყოველთაო) და IV ეტაპებზე მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ მონაცემები კიდევ შემცირდება და რეალურ ოდენობას დაუახლოვდება. გარდა ამისა, ამ ეტაპზე არსებულ სურათს შეცვლის სოციალური მუშაკების ინტენსიური მუშაობა, რომელთა მიზანს მოზარდთა ფორმალურ განათლებაში ჩართვა წარმოადგენს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია, პირველ რიგში, იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომელთა განათლების უფლება დარღვეულია და მათთვის  შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მოქნილად გაცვალონ ინფორმაცია და დროულად გამოავლინონ ის ბავშვები, რომლებიც 6 წლის ასაკში განათლების სისტემის მიღმა დარჩებიან.

მარტში გამოქვეყნებული პირველადი შედეგებით, გამოვლინდა 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში. მომდევნო ეტაპზე ეს მონაცემი 9 200-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად.

Related Posts

პარიზში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა
საზოგადოება

პარიზში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

24 мая, 2025
ალექსანდრე წულაძე ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს
ბლოგი

ალექსანდრე წულაძე ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს

19 мая, 2025
«ელკანა»-ს შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობამ და მეღვინეობამ «რტონი» ტუროპერატორების აგრო-გასტრო ინფოტურს უმასპინძლა
ბიზნესი

«ელკანა»-ს შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობამ და მეღვინეობამ «რტონი» ტუროპერატორების აგრო-გასტრო ინფოტურს უმასპინძლა

19 мая, 2025
ქართველი მევენახეების მხარდასაჭერად ვაზის მწვანე სხვლის ტრენინგი გაიმართა
ბლოგი

ქართველი მევენახეების მხარდასაჭერად ვაზის მწვანე სხვლის ტრენინგი გაიმართა

16 мая, 2025
თბილისმა მთაწმინდაზე “ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა
ბიზნესი

თბილისმა მთაწმინდაზე “ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა

12 мая, 2025
მიხეილ სარჯველაძე — „არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების გამავლობაში“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების გამავლობაში“

10 мая, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ