თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home კულტურა

პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა
Share on FacebookShare on Twitter

ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.

დაცული ტერიტორიების მსოფლიო აღიარების მოპოვების აღსანიშნავად, ღონისძიება კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ვულოცავ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს მთელი ქვეყნისთვის  უმნიშვნელოვანეს დღეს.  პირველად საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, ქართული ბუნების უნიკალური ნაწილი, „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები»  UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივ  მემკვიდრეობად იქნა აღიარებული, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს თითოეულ ჩვენგანს. კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ამ გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე, რაც საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას უწყობს ხელს… ბუნების შენარჩუნება, ბუნების დაცვა, ბუნებაზე ზრუნვა და ამავე დროს სწორად განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის, რასაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ», — განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად დასახელება, უმნიშვნელოვანესი ფაქტია არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით. აღნიშნული ტერიტორიები წარმოადგენს კავკასიის ეკორეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებითა და ბიომრავალფეროვნებით.

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის IX და X კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა, რაც გულისხმობს მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალურობას, ცოცხალ ეკოსისტემებსა და ცოცხალ გეოლოგიურ პროცესებს. კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა  და ქობულეთის დაცული ტერიტორიები აღნიშნულ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.

საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანისთვის შესაბამისი პროცედურული სამუშაოები 2017 წელს დაიწყო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), გერმანიის მთავრობისა და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური, ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერით. 2019 წელს კი, შერჩეული ტერიტორიების ნომინაციაზე ,,კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები” წარდგენა მოხდა.

Related Posts

რუსთავში, 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ბლოგი

რუსთავში, 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

16 декабря, 2025
მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

12 декабря, 2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

12 декабря, 2025
„თვითმიზანი ავტომფლობელების დაჯარიმება არ არის. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება“, — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე
ბლოგი

„თვითმიზანი ავტომფლობელების დაჯარიმება არ არის. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება“, — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე

12 декабря, 2025
გივი მიქანაძემ ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა გახსნა
ბლოგი

გივი მიქანაძემ ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა გახსნა

11 декабря, 2025
გივი მიქანაძე: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“

24 ноября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ