თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ცესკოს გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს

ცესკოს გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს
Share on FacebookShare on Twitter

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახდა. ის უკვე შეხვდა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი შარაბიძეს და თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა.

„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ პროექტისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელიც დაიგეგმა და მიმდინარეობდა იმ პერიოდში, როდესაც მე ვასრულებდი თავმჯდომარის მოვალეობას. განვიხილეთ ყველა საკითხი, მომავალი გამოწვევები. ვუსურვებ მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“,-განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ მიმდინარე აქტივობებისა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ საქმიანობებზე. მე უკვე ვერთვები ყველა იმ  აქტივობაში, რომელიც დაგეგმილი იყო. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ სარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევებზეც.  მე გიორგი შარაბიძეს გავუზიარე ჩემი ხედვა გამჭვირვალობის საკითხებისა და იმ ამოცანებზე, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, მათ შორის არის უწყვეტი ინკლუზიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება ამომრჩევლებისთვის, ქვემდგომი კომისიების კომპეტენციების საკითხის გაძლიერება/განვითარება და ინკლუზიურობის და ჩართულობის ხარისხის მაქსიმალური ზრდა“, — აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კალანდარიშვილმა თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა დღეიდან დაიწყო. საქართველოს პარლამენტმა ის გუშინ, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აირჩია.

გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2008 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს.  ამ დრომდე ის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტ ხელმძღვანელობდა. ის არის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი. 

პროფესიით იურისტი გიორგი კალანდარიშვილი არაერთი საერთაშორისო სასწავლო კურსის წარმატებული მონაწილე იყო, მას მიღებული აქვს განათლება საარჩევნო, სამართლებრივ, გენდერულ, საარჩევნო ტექნოლოგიებისა და კიბერ ჰიგიენის, ეფექტური საჯარო მენეჯმენტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, პერსონალური მონაცემების დაცვის  და სხვა საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილს ასევე აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება. საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ჩართული იყო როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებში.

Related Posts

რუსთავში, 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ბლოგი

რუსთავში, 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

16 декабря, 2025
მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

12 декабря, 2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

12 декабря, 2025
„თვითმიზანი ავტომფლობელების დაჯარიმება არ არის. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება“, — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე
ბლოგი

„თვითმიზანი ავტომფლობელების დაჯარიმება არ არის. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება“, — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე

12 декабря, 2025
გივი მიქანაძემ ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა გახსნა
ბლოგი

გივი მიქანაძემ ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა გახსნა

11 декабря, 2025
გივი მიქანაძე: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“

24 ноября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ