თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

„საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

„საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა
Share on FacebookShare on Twitter

ინტერნეტ სივრცეში ქართული მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველ მეცნიერთა ცნობადობის გაზრდის მიზნით, 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს – „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მოსწავლეებსაც ექნებათ.

კონკურსი რამდენიმე ნომინაციისგან შედგება და საქართველოს მეცნიერებისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების, სამეცნიერო დარგების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და მათი მიღწევების შესახებ საუკეთესო სტატიების გამოვლენას ითვალისწინებს. სამინისტროს მხარდაჭერით კონკურსს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განახორციელებს.

სტატიების მიღება პირველი სექტემბრიდან დაიწყება და პირველ ოქტომბრამდე გასტანს, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდებიან 10 ნოემბერს. თითოეულ ნომინაციას სამი გამარჯვებული ეყოლება, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ: I ადგილზე გასული – 1000 ლარის, II ადგილზე – 800, ხოლო III ადგილზე გასული – 500 ლარის ოდენობით.

კონკურსი „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით განახორციელებს. შედეგად, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა — ვიკიპედია საქართველოს მეცნიერების, მისი დარგებისა და თვალსაჩინო წარმომადგენლების, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა და მათი მიღწევების შესახებ სანდო წყაროზე დაფუძნებული მასალებით შეივსება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

მეცნიერების მიმართულების ხელშეწყობა და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სივრცეში პოპულარიზაცია სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში არაერთი აქტივობა, მათ შორის – სამეცნიერო თემატიკის კონკურსები, მასტერკლასები, გამოფენები, ლექციები და სხვადასხვა სახის შემეცნებითი და სახალისო ღონისძიებები განხორციელდება. კონკურსის „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://w.wiki/3zfW

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ