თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ანა დოლიძე: ჩვენი ინფორმაციით, მესტიის პირველ და მეორე უბნებზე, ასევე სოფელ ხაიშში იგეგმება პროვოკაცია

ანა დოლიძე: ჩვენი ინფორმაციით, მესტიის პირველ და მეორე უბნებზე, ასევე სოფელ ხაიშში იგეგმება პროვოკაცია
Share on FacebookShare on Twitter

პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ 15:00 სთ-ზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საარჩევნო კამპანია შეაჯამა და უბნებში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

ანა დოლიძის თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მესტიის პირველ და მეორე უბნებზე, ასევე სოფელ ხაიშში იგეგმება პროვოკაცია, რის გამოც ამ უბნებზე არჩევნების შედეგების გაუქმებას გეგმავენ.

„დღევანდელ არჩევნებში კარგია ის, რომ შეიმჩნევა მოსახლეობის აქტივობა. თუმცა სამწუხაროდ, წინა არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც არჩევნები მიმდინარეობს მასშტაბური და მრავალფეროვანი დარღვევებით.  ძირითადად დარღვევებს ადგილი აქვს საარჩევნო უბნების გარეთ. პირველ რიგში მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც შემოვიდა სვანეთიდან. ჩვენი წყაროს ცნობით, მესტიის პირველ და მეორე უბნებზე, ასევე სოფელ ხაიშში იგეგმება პროვოკაცია, რის გამოც ამ უბნებზე  არჩევნების შედეგების გაუქმებას გეგმავენ. ამიტომ მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სამართალდამცველებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ უბნებს, „ — განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დარღვევები ფიქსირდება ძირითადად საარჩევნო უბნების გარეთ, მიმდებარე ტერიტორიებზე.

„ისანში, 05.04 საარჩევნო უბანზე, მე თვითონ გავიგე, შეკრებილი ე.წ. შპანა, როგორ ეუბნებოდა ერთ-ერთ გამვლელს, რომ არჩევნებში მისვლის სანაცვლოდ გადაურიცხავენ ფულს, რომ ეს თანხა უკვე გაშვებულია «ლიბერთი ბანკიდან» და ცოტა გაიჭედა. ეს ინფორმაცია, რომ გავიგე და დაზუსტება ვცადე. ამის გამო ერთ-ერთმა მათგანმა პირადად მე მომაყენა შეურაცხყოფა. ფულის გადაცემის ფაქტი ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დიდუბის 15-ე უბანზე, ამავე უბანზე ადგილი ჰქონდა მარკირებიანი ადამიანის უბანზე ხელახლა შესვლას, ორი ადამიანი ცდილობდა მართვის მოწმობის გამოყენებით ხმის მიცემას. ჩუღურეთის 11-ე უბანში გამოვავლინეთ მიცვალებულის სახელი და გვარით ხმის მიცემის მცდელობა, 27-ე უბანზე საჩივარი დავწერეთ თავმჯდომარის წინააღმდეგ, რომელმაც არაუფლებამოსილ პირს ბიულეტენების გადათვლის უფლება მისცა. კრწანისში, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს, ხშირია იმ ადამიანების ბიულეტენების გაფუჭების ფაქტები, რომლებიც არ არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები. ხშირად ფიქსირდება დამკვირვებლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, გადასატანი ყუთები არ არის დალუქული და არ არის ჩართული კამერები. როგორც წინა არჩევნებში, ახლაც უბნებზე არის ქაოსი, რის გამოც ხშირად ამომრჩევლები სახლებში ბრუნდებიან,“ — აღნიშნა ანა დოლიძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ოფისში მივიდა მოქალაქე ნიკოლოზ გოგინაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ საარჩევნო სიიდან ამოიღეს. გოგინაშვილის თქმით, მან წინა დღეებში გადაამოწმა სია და იგი ფიქსირდებოდა, თუმცა დღეს აღარ აღმოჩნდა. „ჩვენმა იურისტებმა გადაამოწმეს ბატონი გოგინაშვილის ინფორმაცია და ის მართლაც არ აღმოჩნდა საარჩევნო სიაში. როგორც მოქალაქეები გვეუბნებიან, ამგვარი ფაქტი ხშირად ფიქსირდება. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები ვერ პოულობენ საკუთარ სახელებს უბნებში და ამ გზით მათ უზღუდავენ  არჩევანის უფლებას,“ — აცხადებს ანა დოლიძე.

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ