თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს და საქართველოს პარლამენტს მიმართა

სახალხო დამცველის განცხადება პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტების შესახებ
Share on FacebookShare on Twitter

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ  2021 წლის 13 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში განთავსდა უამრავი ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემები. გავრცელებული მასალების უპრეცედენტო  მოცულობის გათვალისწინებით აშკარაა, რომ აღნიშნული  მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული თვალთვალის შედეგადაა მიღებული.

2021 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ჯოზეფ კანატაჩის. სახალხო დამცველმა სპეციალურ მომხსენებელს მიაწოდა ინფორმაცია  საქართველოში სავარაუდოდ უკანონო, ფართომასშტაბიანი მოსმენებისა და პირადი ცხოვრების უფლებაში მასობრივად და უხეშად ჩარევის  ფაქტებზე და თხოვა, მანდატის ფარგლებში შეისწავლოს და შეაფასოს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ამავე მიზნით ეწვიოს საქართველოს.

საყურადღებოა, რომ ამ დრომდე საქართველოს პარლამენტს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები. აღნიშნულის გათვალისწინებით,  მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტს  და მოუწოდა — უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოწვევა, სავარაუდოდ უკანონო და  სისტემური  მოსმენებისა და პირადი ცხოვრების უფლებაში მასობრივად და უხეშად ჩარევის  ფაქტების საკითხზე.

გამოძიების ეფექტიანობის შესაფასებლად, სახალხო დამცველმა ასევე, მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვა საგამონაკლისო წესით იმ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა, რომელიც მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. 

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს პირადი ცხოვრების უფლების დაცვის არასაკმარის საკანონმდებლო გარანტიებზე და  მიიჩნევს, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების მომწესრიგებელი ცალკეული საკანონმდებლო ნორმები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, 2017 წელს სახალხო დამცველმა, საქართველოს მრავალ მოქალაქესთან ერთად კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სასამართლოში სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელის ირგვლივ არსებითად განხილვის სხდომები 2018 წელს დასრულდა, თუმცა, სამწუხაროდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე  არ არის მიღებული.

სახალხო დამცველი  იმედს გამოთქვამს, რომ  პირადი ცხოვრების უფლების დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, მთავრობა და სხვა პასუხისმგებელი მხარეები უფრო ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებენ, რაც დადებითად აისახება ქვეყანაში პირადი ცხოვრების დაცვის ხარისხზე. ასევე, ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიმართულებით სავარაუდო დარღვევების რისკების პრევენციისა და არსებულ დარღვევებზე რეაგირების  მიზნით, საქართველოს პარლამენტი გამოიყენებს  კონსტიტუციით მასზე მინიჭებული საპარლამენტო კონტროლის ყველა საჭირო მექანიზმს.

Related Posts

ფოთლების დაწვა სახიფათო და დასჯადია
ბლოგი

ფოთლების დაწვა სახიფათო და დასჯადია

18 октября, 2025
კენჭისყრის პროცესი დასრულდა
ბლოგი

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

4 октября, 2025
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
ბლოგი

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

4 октября, 2025
ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

4 октября, 2025
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ბლოგი

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი
ბლოგი

საინფორმაციო ბრიფინგი

4 октября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ