tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

შიმშილობის შემდეგ. გია ნოდიას თვალსაზრისი

შიმშილობის შემდეგ. გია ნოდიას თვალსაზრისი
Share on FacebookShare on Twitter

თუ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე, დაპატიმრებამდე და შიმშილობამდე საქართველოს ვითარებას სიტყვა „კრიზისით“ ვახასიათებდით, შემდეგი ორმოცდაათი დღე თანდათანობით კოშმარად იქცა.

ბოლო დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ისე ჩანდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მზად იყო, ციხეში მომკვდარიყო, ხოლო ხელისუფლებას ამას უშვებდა; ეს უკანასკნელი იმეორებდა, რომ შიმშილობა მისი გადაწყვეტილება იყო – მაშასადამე, სიკვდილიც მისი პასუხიმგებლობა იქნებოდა.

11 ნოემბრიდან, სააკაშვილმა თავისი მოთხოვნა მინიმუმამდე, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე, დაიყვანა მაგრამ ხელისუფლება ამასაც არ ასრულებდა. დაპირისპირებამ პოლიტიკურიდან მორალურ-ფსიქოლოგიურ სფეროში გადაინაცვლა.

როცა გავიგეთ, რომ ხელისუფლებამ, როგორც იქნა, სააკაშვილი უფრო შესაფერის კლინიკაში გადაიყვანა, ხოლო ეს უკანასკნელი შიმშილობის დასრულებას დათანხმდა, ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ.

მაგრამ ამავე მომენტიდან ახალი კითხვები ამოტივტივდა: რა იქნება შიმშილობის შემდეგ? ახლა რა უნდა მოხდეს? რას მიაღწია სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლით და დაპატიმრების შემდეგ თავისი ქმედებებით (თუ რამეს მიაღწია)? გვიწევს, „ნორმალურ“ პოლიტიკურ შეკითხვებს დავუბრუნდეთ. 

რას მიაღწია სააკაშვილმა?

სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება მოულოდნელი იყო მისი დაპირებების მიუხედავად (ან, სწორედ იმის გამო, რომ მანამდე ასეთ დაპირებებს არ ასრულებდა) და, ბევრისთვის, ირაციონალურიც.

ხელისუფლება ნათლად ამბობდა, რომ დააპატიმრებდა მას, როგორც კი შეძლებდა. რაში შეიძლებოდა ყოფილიყო მისი გათვლა?  

მე ეჭვით ვუყურებ ვერსიას, თითქოს ის სწორედ იმისთვის ჩამოვიდა, რომ თავი დაეპატიმრებინა და საქართველოს ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა.

როგორც ჩანს, მას იმედი ჰქონდა, რომ თავისი ჩამოსვლის ფაქტით მასობრივი საპროტესტო მოძრაობის სტიმულირებას გამოიწვევდა; ამ ფონზე, ერთი მხრივ, ხელისუფლება მის დაპატიმრებას ვერ გაბედავდა – პირიქით, მას დათმობების გაკეთება და, საბოლოოდ, წასვლა მოუხდებოდა. მაგრამ ეს, მისი გადმოსახედიდან, საუკეთესო სცენარი იყო: მას, ცხადია, ისიც ესმოდა, რომ დაპატიმრების ალბათობა მაღალი რჩებოდა, და ამისთვისაც ემზადებოდა.

საუკეთესო სცენარი ვერ განხორციელდა.

სააკაშვილის ჩამოსვლის მიუხედავად, მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ისეთივე შედეგი აჩვენა, რაც  საპარლამენტო არჩევნებზე ერთი წლის წინ; მეტიც, არჩევნების წინ გამართული გამოკითხვების შედეგებთან შედარებამ ზოგ ანალიტიკოსს (მათ შორის თქვენს მონა-მორჩილს) გააკეთებინა ვარაუდი, რომ სააკაშვილის ეფექტი პირიქით, „ოცნებას“ დაეხმარა მხარდამჭერების მობილიზებაში და მისი შედეგი გაზარდა.

14 ოქტომბერს სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართული მიტინგი თვალსაჩინოდ ყველაზე დიდი იყო „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქართველოს ისტორიაში), მაგრამ მაინც, ეს მხოლოდ მიტინგი იყო: აქედან ხელისუფლების ცვლამდე გზა არ ჩანდა.

ეს სააკაშვილმაც დაინახა თავისი ციხის საკნიდან: ამიტომაც შეცვალა შიმშილობის საწყისი მოთხოვნები, დაუყოვნებელი განთავისუფლება თუ დამოუკიდებელი საერთაშორისო სასამართლო, ადექვატურ კლინიკაში გადაყვანით.

მაგრამ, დიდი ალბათობით, მან მიაღწია პირადად მისთვის მნიშნელოვან მიზანს – იგი დაბრუნდა პოლიტიკური ცხოვრების ცენტრში და გაზარდა თავისი ლეგიტიმურობა, როგორც ოპოზიციის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერისა.

ამაში მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ ორმოცდაათი დღის განმავლობაში ის ყურადღების ცენტრში იყო, და შეიძლება ერთხანს ასე დარჩეს.

მთავარია, რომ სააკაშვილის, როგორც მშიშარა ადამიანის და ოპორტუნისტის მითი, რომელსაც არა მხოლოდ ხელისუფლება ავრცელებდა, არამედ ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანიც იზიარებდა, გაქარწყლდა.

დაპატიმრების შემდეგ სააკაშვილმა აჩვენა ხასიათის განსაკუთრებული სიმტკიცე შერწყმული პოლიტიკურ რეალიზმთან: ის უმძიმესი ზეწოლის ქვეშ არ გატყდა, მაგრამ გონივრული კომპრომისიც მიიღო.

მიმდინარე მომენტი გაივლის და სააკაშვილი მთავარი ნიუსი ყოველთვის არ იქნება. თუმცა, მას ვეღარავინ უსაყვედურებს, რომ უკრაინაში უსაფრთხოდ მჯდომი მიშა ქართველებს აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს, მაშინ როდესაც მისი თანამებრძოლები ციხეში მრავალწლიან სასჯელს იხდიან.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ის უფრო ძლიერ პოლიტიკურ მოთამაშედ იქცა, ვიდრე აქამდე იყო.

ოპოზიციის მდგომარეობა   

 სააკაშვილის დაბრუნების კიდევ ერთი შესაძლო შედეგია მისი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ), კიდევ უფრო დომინანტური პოზიცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით. ადგილობრივი არჩევნების შედეგების შეჯერება შარშანდელ საპარლამენტოსთან სხვა დასკვნის საშუალებას არ გვიტოვებს.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მთლიანად ოპოზიცია გაძლიერდა მმართველ პარტიასთან შედარებით – რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.

თუ ოპოზიციას – რაშიც ენმ-იც იგულისხმება და სხვა ოპოზიციური პარტიებიც, – უკეთესი შედეგი მიღწევა უნდა, მას თავისი როლის და სტრატეგიის გადააზრება მოუხდება.

სააკაშვილის შიმშილობა უფრო ფართო პერსპექტივაში რომ ჩავსვათ, ეს იყო პიკი კრიზისისა, რომელიც დაიწყო 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა პარლამენტში შესვლაზე.

ეს ოპოზიციის სტრატეგიის რადიკალიზაციაც ნიშნავდა: მან მოინდომა სიტუაციის შეცვლა „ნორმალური“ ინსტიტუციური მექანიზმებისგან განსხვავებული გზით. ამით მან უპასუხა ქართული საზოგადოების ნაწილის შეცვლილ განწყობას: სულ უფრო მეტი ადამიანი სულ უფრო იმედგაცრუებული ხდებოდა საარჩევნო გარემოს უსამართლობით და მმართველობის ხარისხის ზოგადი დაკნინებით. ამან „დემოკრატიული მოუთმენლობის“ სინდრომი შექმნა.

მაგრამ, თუმცა ეს შეფასებები და განწყობის შესაბამისი ცვლილება სრულიად გასაგებია, ფაქტი ისაა, რომ არც ბოიკოტის პოლიტიკას და არც სააკაშვილის ჩამოსვლას ხელშესახები შედეგი არ მოუტანია.

როგორც დავინახეთ, ქართველებს ახალი „ფერადი რევოლუციის“ განწყობა აშკარად არა აქვთ, ხოლო დასავლეთი, საქართველოში ყველა პროდემოკრატიული ძალის ბუნებრივი მოკავშირე, ოპოზიციის რადიკალიზმისკენ შემობრუნებას კრიტიკით და გაკვირვებით შეხვდა.  

როგორც ოპოზიციის ქმედებებში გამოჩნდა, ეს მანაც დაინახა. ძნელია ვამტკიცოთ, რომ ბოლო ადგილობრივი არჩევნები უფრო სამართლიანი იყო, ვიდრე შარშანდელი საპარლამენტო – მაგრამ საყოველთაო ბოიკოტისკენ მოწოდებები ამჯერად არ ყოფილა.

ხელისუფლების ქმედებებმა სააკაშვილის შიმშილობის დროს ბევრზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მას ოპოზიციის ძალადობრივ ქმედებებზე გამოწვევა სურდა – მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობამ საკმაო სიმწიფე გამოიჩინა, რომ მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის თავი აერიდებინა.

ახლა რა უნდა იყოს დღის წესრიგში?

ოპოზიციას მოუწევს შეურიგდეს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება კიდევ ერთხანს გვეყოლება, და გრძელვადიან სტრატეგიებზე გათვლით იმოქმედოს.

განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ენმ-ის გარდა სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელთაც მარგინალიზაციის საფრთხე ემუქრებათ. მათი მხრიდან ინფანტილიზმი იქნებოდა მათი დასუსტების სააკაშვილის ჰიპერაქტივობაზე გადაბრალება: მოგწონს თუ არ მოგწონს ეს უკანასკნელი, ის თავის პოლიტიკურ თამაშს ისე წარმართავს, როგორც საჭიროდ თვლის. ოპოზიციის ამ ნაწილმა ხელახლა უნდა ააგოს თავისი იდენტობა, რომელიც ამ წლის განმავლობაში თითქმის დაკარგა.

ეს მხოლოდ მისთვის არ არის მნიშვნელოვანი: რა ეფექტიც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილის აქტივობას, ენმ-მა „ოცნება“ დამოუკიდებლად შეიძლება ვერც ვერასოდეს დაამარცხოს. ოპოზიციის განსხვავებული ნაწილების სიძლიერე და მათ შორის თანამშრომლობა ისევე აუცილებელი დარჩება, როგორც ეს მანამდე იყო.

ხელისუფლება

ამ ორმოცდაათი დღის განმავლობაში „ოცნების“ ხელისუფლებამ პირწმინდად წააგო სააკაშვილთან მორალური შერკინება.

„სამართლიანობის აღდგენის“ მისეული პროგრამა იმთავითვე პირად ანგარიშსწორებაზე იყო აგებული; მაგრამ ამ შემთხვევაში ის, ამავე დროს, შეუბრალებელი, დაბნეული, იზოლირებული და, უბრალოდ, არაადექვატური გამოჩნდა.

საბოლოოდ მას მაინც მოუხდა სააკაშვილის ელემენტარული მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაგრამ გზადაგზა ვინც კი შეიძლებოდა, ყველა გაიუცხოვა. 

თუ ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების ქმედებებს უფრო ფართოდ შევხედავთ, მოხდა საქართველოს ევროპისგან, ზოგადად დასავლეთისგან უპრეცედენტო დისტანცირება.

ხელისუფლების პრო-დასავლური პოზიცია წმინდად დეკლარაციული დარჩა. პირველად მოხდა, რომ დასავლეთის პოლიტიკოსებმა ღიად გამოთქვეს ეჭვი, რჩება თუ არა საქართველო განვითარების პრო-ევროპულ ტრაექტორიაზე. 

შეიძლება შემომედავონ, რომ ივანიშვილის გუნდი რეალურად პროდასვლური არც არასოდეს ყოფილა. მაგრამ პირველ წლებში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მის განცხადებებს გარკვეული ქმედებებიც მოსდევდა: ის ატარებდა რეფორმებს, რაც აუცილებელი იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად და შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მისაღებად.

მაგრამ, როგორც ჩანს, ოცნების ხელმძღვანელობა ამას წმინდა ტექნიკურ საკითხებად მიიჩნევდა: ევროპული ღირებულებები მათთვის უცხო და შეუცნობელი დარჩა.

თავდაპირველად, ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ესმოდა ევროპის არსი და მართლა უნდოდა, საქართველო მას დამსგავსებოდა; თუ „ოცნების“ რიგებში ასეთი ხალხი კიდევ დარჩა, ჩვენ მათი ხმა არ გაგვიგია.

მაგრამ გარდაისახება თუ არა ქართული ოცნების მორალური მარცხი პოლიტიკურადაც?

მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება და იმედი მაქვს, რომ ამით მხოლოდ ჩემს სურვილს არ გამოვხატავ.

შესაძლოა, პოლიტიკური ცხოვრების ამ ეპიზოდს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რომ შემოვხედავთ, ვიტყვით, რომ სააკაშვილის შიმშილობა ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რომელმაც ხელისუფლების შეცვლასთან დაგვაახლოვა.

მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, დღეს ამ შედეგამდე მიმავალი გზა ჯერ ნათლად არ გამოჩენილა. შიმშილობა დამთავრდა, მაგრამ კიდევ ბევრი გვიკლია იქამდე, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.   

წყარო: www.jam-news.net

Related Posts

სომელიეს სკოლის დღიურები — რეპორტაჟი ბოლნისის ღვინის ფესტივალიდან
ადგილწარმოშობები

სომელიეს სკოლის დღიურები — რეპორტაჟი ბოლნისის ღვინის ფესტივალიდან

5 июня, 2025
ქუთაისელმა ენკიბენკელებმა ბავშვთა დღესთან დაკავშირებით გამართულ საბავშვო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს
კულტურა

ქუთაისელმა ენკიბენკელებმა ბავშვთა დღესთან დაკავშირებით გამართულ საბავშვო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს

1 июня, 2025
პარიზში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა
საზოგადოება

პარიზში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

24 мая, 2025
ალექსანდრე წულაძე ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს
ბლოგი

ალექსანდრე წულაძე ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს

19 мая, 2025
«ელკანა»-ს შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობამ და მეღვინეობამ «რტონი» ტუროპერატორების აგრო-გასტრო ინფოტურს უმასპინძლა
ბიზნესი

«ელკანა»-ს შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობამ და მეღვინეობამ «რტონი» ტუროპერატორების აგრო-გასტრო ინფოტურს უმასპინძლა

19 мая, 2025
ქართველი მევენახეების მხარდასაჭერად ვაზის მწვანე სხვლის ტრენინგი გაიმართა
ბლოგი

ქართველი მევენახეების მხარდასაჭერად ვაზის მწვანე სხვლის ტრენინგი გაიმართა

16 мая, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ