თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბიზნესი

„ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკი მასპინძლობს

„ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკი მასპინძლობს
Share on FacebookShare on Twitter

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი» იმართება.

ფესტივალში 150-მე ღვინის მწარმოებელი, მათ შორის, 100-მდე მცირე საოჯახო მარანი მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2020 წლის მოსავლის ღვინოები დააგემოვნებინეს.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს ,,ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გახსნეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

„ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც, როგორ გასულ წლებში,  „ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერია. ახალი ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მისი ცნობადობის გაზრდას, ასევე ახალი მწარმოებლების, ახალი ჯიშებისა და ღვინოების წარმოჩენას ემსახურება. ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მარნების მხარდასაჭერად, რომელთაც საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებელს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღვინის წარმოებაში მცირე და საშუალო სეგმენტის განვითრების ხელშეწყობაა“, — აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ფესტივალი, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ქვევრში ღვინის კლუბის მიერ შერჩეული იყო ნინო მღებრიშვილის საოჯახო მარნის «უსახელაური», რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც ფესტივალის სტუმრებს მიეცათ.

„ახალი ღვინის ფესტივალზე» წარმოდგენილია კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ოცხანური საფერე, ქისი, ხიხვი, ჩინური, მწვანე კახური, თავკვერი, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, წულუკიძის თეთრა, ჩხავერი, ძელშავი, სხილათუბანი, კუნძა, ხიდისთაური, კახური მცვივანი, საფერავი ბუდეშურისებრი და სხვ. წარსადგენი ღვინოები „ღვინის კლუბის“ სადეგუსტაციო კომისიის მიერ შეირჩა.

COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, ფესტივალი რეკომენდაციების წესების დაცვით იმართება. გასულ წელს, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალი ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

Related Posts

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით
ბლოგი

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით

17 апреля, 2026
„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“
ბლოგი

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

16 апреля, 2026
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
ბლოგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

15 апреля, 2026
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა
ბლოგი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

8 апреля, 2026
ბლოგი

2 апреля, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

2 апреля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ