თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home კულტურა

კულტურის სფეროში დაწყებული რეპრესიული პოლიტიკის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა

კულტურის სფეროში დაწყებული რეპრესიული პოლიტიკის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა
Share on FacebookShare on Twitter

დღეს, 20 იანვარს, პარტიების „ლელო საქართველოსთვის“ და „ელენე ხოშტარია-დროა“ ორგანიზებით, კულტურის სფეროში დაწყებული რეპრესიული პოლიტიკის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. შეხვედრის სპიკერები იყვნენ: დეა მეტრეველი — პარტია “ლელო”, საბა ბუაძე — პარტია “ლელო”; ელენე ხოშტარია — პარტია “დროა”; ნინო გოგუაძე — პარტია “დროა”; ეკა კიკნაძე — ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი; 

კულტურის სფეროში, უკანასკნელ პერიოდში, განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულია სახელოვნებო სფეროზე კონტროლის დამყარების მიზანმიმართული პროცესები. ნათელია, რომ კულტურის სამინისტროს გეგმებში, სამწუხაროდ, არ შედის  შემოქმედებითი ინსტიტუციების და დარგების განვითარება და გაძლიერება, არამედ პირიქით, მათი დასუსტება, დაშლა, პროფესიონალი კადრების დისკრედიტაცია, დაშინება, შემოქმედებითი პროცესებიდან ჩამოშორება, საკადრო წმენდის, გაუმჭვირვალე რეორგანიზაციებისა და კონკურსების გზით.  ამას ემატება სრულიად არაადეკვატური დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ — გულგრილობა, საჯაროობის ნაკლებობა, არაკომპეტენტურობა, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა — რასაც ეწირება გელათის მთავარი ტაძარი, ხელოვნების მუზეუმი და არაერთი სხვა ძეგლი.

პარტიები „ლელო საქართველოსთვის“ და „ელენე ხოშტარია — დროა“ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა პროფესიონალს, ვინც საკადრო წმენდის უსამართლო პროცესებს შეეწირა და დავიცავთ თითოეული მათგანის უფლებებს ყველა შესაძლო გზით. ამავდროულად, შემუშავების პროცესშია რეპრესიული სისტემის მხილების სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, კულტურის სამინისტროს იძულებას, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პასუხი გასცეს მის მიერ დანაშაულებრივ და უკანონო გადაწყვეტილებებზე არსებულ ყველა კითხვას.

საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების ინფორმირებით, არასამთავრობო სექტორთან და უფლებადამცველ  ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევეცდებით, ყველაზე დახურულ და გაუმჭვირვალე სისტემაში რეპრესიული პროცესების შეჩერებას და საზოგადოების ინფორმირებას ყველა ეტაპზე.

შეუძლებელია, ქვეყანაში, დემოკრატიული გარემოს არქონის პირობებში, შემუშავდეს კულტურის განვითარების კონკრეტული ხედვა, რადგან კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება სრულად არის დამოკიდებული თავისუფალი შემოქმედებითი პროცესის არსებობაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რისი მოგუდვის მცდელობის თვითმხილველებიც ვართ უკანასკნელი წლების განმავლობაში.

პარტიების, „ლელო საქართველოსთვის“ და „დროა“, ლიდერები პარასკევს, 14:00 საათზე, კულტურის სამინისტროსთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ სრულ მხარდაჭერას და საკუთარ პოზიციას მიმდინარე რეპრესიულ მოვლენებთან დაკავშირებით.

Related Posts

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი
სიახლეები

13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

12 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ