თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ბედნიერების ვექტორი 2022” — საქართველოში ქალთა მარათონი იწყება

„ბედნიერების ვექტორი 2022” — საქართველოში ქალთა მარათონი იწყება
Share on FacebookShare on Twitter

„ბედნიერების ვექტორი 2022“ — ეს იმ  მრავალთვიანი პროექტის სიმბოლური დასახელებაა, რომელიც ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, თეა ადუაშვილმა მეგობრებისთვის გაზიარებული ფეისბუქპოსტით წამოიწყო. ინიციატივას, რომელიც კონკრეტულ გამოწვევებზე, მიზნების მიღწევასა და შედეგებზეა ორიენტირებული, მხარდამჭერები მალევე გამოუჩნდა. მალე პროექტში ჩართულობის მზადყოფნა რამდენიმე ორგანიზაციამაც გამოთქვა. ასე დაიბადა იდეა, რომელმაც, პროექტის ავტორის და ორგანიზატორის თქმით, ბევრი ადამიანის ცხოვრება უნდა შეცვალოს.

„პროექტი ხორციელდება ქალებისთვის და ქალების მიერ. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის და ინდივიდუალური მიზნების მიღწევისთვის ვერთიანდებით. იდეა საკუთარი გამოწვევიდან გამომდინარე გამიჩნდა — გადავწყვიტე 2022 წლის ბოლომდე მინუს 22 კგ მივიდე. პროექტში მონაწილეობის სურვილი თავდაპირველად ჩემმა მეგობრებმა გამოთქვეს. ზოგს ერთი კგ აწუხებს, ზოგს, უბრალოდ, ჩვენთან ერთად მარათონში ჩაბმა მოუნდა და ა.შ. მოგვიანებით კი საზოგადოების სხვა წევრებიც და ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შემოგვიერთდნენ. მიზანი ყველას გვაქვს… ძალიან მიხარია, რომ ბევრმა გამოთქვა გვერდში უანგაროდ დგომისა და მონაწილეობის სურვილი . ჯგუფის წევრებისთვის უკვე მრავალმა ორგანიზაციამ შემოგვთავაზა საკმაოდ კარგი ფასდაკლება მრავალ ძალიან საჭირო სერვისზე. ეს ეხება  ფსიქოლოგებსაც, ენდოკრინოლოგებსაც, სატრენაჟორო კლუბებსაც, სპაცენტრებსაც და ა.შ. თუმცა, ადამიანებისთვის, რომელთაც არც ამის დრო და შესაძლოა, არც ფინანსური რესურსი აქვთ, თვეში რამდენიმე ჯგუფური კონსულტაციის ორგანიზება სიმბოლურ 10 ლარად შეგვეძლება.  ბუნებრივია, არც სხვა წევრების და არც ჩემი მხრიდან არანაირი ფინანსური ინტერესი გათვალისწინებული არაა.  ჩვენი მთავარი მიზანი — შედეგია.  მოვუწოდებ კომპანიებს, ვისაც როგორ შეეძლება, იქნება ეს ფასდაკლების ბარათები ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის, საინფორმაციო მხარდაჭერა თუ სხვა აქტივობა, ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და კიდევ მეტი სტიმული მისცენ ქალბატონებს, რომელთა მიზანი გამარჯვებაა. პროექტის ხანგრძლივობა 11 თვეა და ის 22 იანვრიდან 22 დეკემბრამდე გაგრძელდება. 2022 გამარჯვების წელი იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ“- განაცხადა თეა ადუაშვილმა.

ცნობისთვის, პროექტში მონაწილეობა მარტივი ხერხით — ფეისბუქჯგუფში გაწევრიანებით არის შესაძლებელი (იხ. ბმული: https://www.facebook.com/groups/1290225701452039).   ჯგუფის წევრებს, ინფორმაციების გაზიარების გარდა,  კონკრეტული ბენეფიტებით სარგებლობაც შეეძლებათ. არაწევრი ადამიანებისთვის კი ინფორმაციის გაზიარება ფეისბუქგვერდის — (https://bit.ly/3nKkKO8) საშუალებით მოხდება.

Related Posts

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი
სიახლეები

13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

12 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ