tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ანტონ ობოლაშვილი: „მაჟორიტარი დეპუტატი არის ხიდი ხალხსა და ხელისუფლებას შორის”

ანტონ ობოლაშვილი: „მაჟორიტარი დეპუტატი არის ხიდი ხალხსა და ხელისუფლებას შორის”
Share on FacebookShare on Twitter

გთავაზობთ ინტერვიუს ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში, ბატონ ანტონ ობოლაშვილთან

  • ბატონო ანტონ, თქვენთან ინტერვიუ მინდა, დავიწყო ძალიან ცნობილი მხატვრული პერიფრაზით «ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ» — მოდით, ერთი წამით თვალი გადაავლეთ თქვენი ცხოვრების გზას ბავშვობიდან — დღემდე და გვითხარით: რა გახსენდებათ ყველაზე ტკბილად? ყველაზე მწარედ? ან რამეს თუ შეცვლიდით განვლილ ცხოვრებაში?
  • სანამ კითხვებზე გადავალთ, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ მედიასახლ “პოსტკრიპტუმს“ და პირადად თქვენ, ქ-ნო ნატო, რომ ყოველთვის ინტერესდებით რეგიონის საკითხებით და მუდმივად თანამშრომლობთ ჩემთან, როგორც მაჟორიტარ დეპუტატთან.

ასევე, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენი რეგიონის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

დავიბადე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ექიმების ოჯახში. რადგან მშობლები მუშაობდნენ და დაკავებულები იყვნენ, ძირითადად ვიზრდებოდი ბაბოსთან და პაპასთან, ძალიან თბილ და მზრუნველ გარემოში. მათი ამაგი უსაზღვროა. მშობლებთან ერთად, მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს პიროვნულ განვითარებასა და  ჩამოყალიბებაში, მათგან ვისწავლე ოჯახთან და შვილებთან ურთიერთობა, საქმისადმი ერთგულება და შრომის ფასი. ბავშვობის წლები ყველაზე თბილი და განსაკუთრებულია, ის პერიოდი სულ სხვა ემოციებთან არის დაკავშირებული და ყოველთვის ტკბილად მახსენდება.

  • და აქვე, ვიდრე საქმიან საუბარზე გადავიდოდეთ, გთხოვთ, გაგვაცანით თქვენი ოჯახი და გვიამბოთ, რაიმე ოჯახური ტრადიცია თუ გაქვთ?
  • მყავს მეუღლე და ორი შვილი. მე და ჩემი მეუღლე ლიკა, დავიბადეთ სამცხეში, ლიკა დაკავებულია ბიზნესით და საკმაოდ წარმატებულად მართავს მას.

ქეთი, ჩემი ქალიშვილი დაოჯახებულია, განათლებით ექიმია და მუშაობს თავისი პროფესიით. მისი მეუღლე, კოტე, იურისტია და სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.

ვაჟი დათა, სტუდენტია, ის სასტუმრო მენეჯმენტს ეუფლება და სურს თავისი საქმიანობა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს დაუკავშიროს.

ძალიან თბილი და მეგობრული ოჯახი გვაქვს, ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ჩვენი წინაპრების ყველა ოჯახური ტრადიცია, ხშირად ვიკრიბებით, ერთმანეთს აზრებს  ვუზიარებთ და ვაძლევთ რჩევებს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეუღლის და შვილებისგან მიღებული რჩევები ფასდაუდებელია.

  • ბატონო ანტონ, მალე ორი წელი გახდება, რაც თქვენ ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ბრძანდებით საქართველოს პარლამენტში. ინტერვიუს დასაწყისში იქნებ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ,რა იყო თქვენი მთავარი მიზანი არჩევნებში მონაწილეობისას და რა დაპირებებით მოიგეთ ამომრჩევლის გული?
  • ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რამე შეცვალო. შესაბამისად, ვყოფილიყავი ჩემი რეგიონის  მაჟორიტარი დეპუტატი, იქნებოდა შესაძლებლობა, ჩემი რეგიონის სამსახურში ყოფნის, რეგიონის მეტი განვითარებისა და წარმატებისთვის, რაშიც  ჩემი გამოცდილება დამეხმარებოდა.  

დღეს შემიძლია, სიამაყით ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით ბედნიერი ვარ, შენი რეგიონის სამსახურში ყოფნა ყველაზე მაღალი ჯილდოა. ამიტომ მთელი მონდომებით და სიყვარულით ვარ ჩვენი რეგიონის და ჩვენი ხალხის სამსახურში.

ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ვიყო ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის  მაჟორიტარი დეპუტატი. როგორც ჩემს ამომრჩეველს დავპირდი, ყოველთვის ვარ და ვიქნები ჩვენი რეგიონის ინტერესების დამცველი და აქტიური მონაწილე ყველა იმ პროცესის, რაც მიმართულია მუნიციპალიტეტების  განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ.

მე მათ დავპირდი, რომ ჩვენს რეგიონში არსებულ გადასაჭრელ საკითხებს გავაჟღერებდი ქვეყნის  ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან. ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებ და არსებული საკითხების მოგვარებისთვის ძალას არ ვიშურებ.

  • ვიდრე იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა პრობლემების გადაჭრა შეძელით დღემდე თქვენი ამომრჩევლისთვის, იქნებ მკითხველს გავაცნოთ, როგორია მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობის ზოგადი პრინციპი, რა ფუნქციას ასრულებენ თქვენი ბიუროები ადგილებზე და თქვენ რა სიხშირით ახერხებთ პირად შეხვედრებს ამომრჩევლებთან?
  • ჩემთვის, როგორც ჩემს მხარეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ვიყო ჩართული რეგიონის განვითარების პროცესებში; საკმაოდ ხშირად ჩავდივარ, ვხვდები მოსახლეობას, ვცდილობ დავეხმარო საკითხების მოგვარებაში. ასევე, ხშირი და მჭიდრო კონტაქტი მაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ვცდილობ, მათი უშუალო ჩართულობით უფრო სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ იმ საკითხებზე, რაც მოსაგვარებელია.

ოთხივე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ბიურო, რომელიც დაკომპლექტდა კონკურსის პრინციპით. პირადად მე მქონდა ყველა კანდიდატთან გასაუბრება და შეირჩნენ მხოლოდ საუკეთესოები. მთავარი კრიტერიუმები იყო მუნიციპალიტეტის მიმართ ერთგულება, თანამოქალაქეების მიმართ სიყვარული, გამოცდილება და ენთუზიაზმი. სწორედ ბიუროების დახმარებით ვარ მუდმივად ინფორმირებული   მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ყველა საკითხის შესახებ და შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში ვცდილობთ მათ გადაჭრას.

ბიუროების დახმარებით ვახერხებთ, მოსახლეობას მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია არსებული პროგრამა-პროექტების შესახებ, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროგრამებში, რაც იქნება საფუძველი როგორც მათი დასაქმების, ასევე — მოსახლეობის სოფლად დარჩენის და რეგიონის განვითარების.

ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა  არის დასაქმება, პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მწვავედ დადგა ეს საკითხი, განსაკუთრებით კი — ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რომლის შემოსავლიანობა სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული.

პრობლემების გადაჭრა არის მუდმივი სამუშაო პროცესი და მათი სათითაოდ ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. შესაბამისად, სანამ რეგიონში ერთი პრობლემაც კი იარსებებს, ჩვენ მუდმივად ვიქნებით მათ მოგვარებაზე ორიენტირებულები.

  • ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ ამომრჩევლები? რამდენად იდენტურია ეს პრობლემები ოთხივე სამაჟორიტარო ოლქში და სოციალური ხასიათისაა უფრო მეტად თუ საკანონმდებლო საქმიანობასთანაა კავშირში? როგორ ახერხებთ მათ დახმარებას?
  • ოთხივე მუნიციპალიტეტში მომართვიანობა ძალიან დიდია, მოსახლეობას ძირითადად მსგავსი ტიპის საკითხები აწუხებს. მეტწილად სოციალური საკითხები დგას. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, როგორც კი მოგვარდება  დასაქმების პრობლემა, გადაიჭრება სოციალური საკითხებიც.

მაჟორიტარი დეპუტატი არის ხიდი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, აუცილებელია ხალხთან მეტი ურთიერთობა, ინფორმაციის მიღება, საკითხების შესწავლა, მერე ამ საკითხების პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერება და ყველაზე მთავარი მათ მოგვარებაზე ზრუნვაა.

  • აქვე გთხოვთ, იქნებ უფრო კონკრეტულად გვესაუბროთ იმ საკითხებზე,რაც ამ წელიწადნახევარში რეგიონისთვის შეძელით და კიდევ რა საკითხებია,რის გადაწყვეტაზეც ამჟამად მუშაობთ?
  • ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაც ჩემს მიერ ბ-ნ პრემიერ მინისტრთან იქნა ინიცირებული,  არის რეგიონის სრული გაზიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას. აქვე  მინდა, მადლობა გადავუხადო ბ-ნ პრემიერ მინისტრს და ეკონომიკის სამინისტროს, საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის.

2021 წლის 28 სექტემბრის #1717 საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, გაზიფიცირება უკვე დაწყებულია ჩვენი რეგიონის 18 სოფელში.

რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველა დასახლებული პუნქტი, ოთხივე მუნიციპალიტეტში, უმოკლეს ვადებში  სრულად იყოს გაზიფიცირებული.

მიმდინარე საკითხებიდან ასევე პრიორიტეტული და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დევნილების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა, რომლებიც ამჟამად საშინელ პირობებში ცხოვრობენ ქალაქ ბორჯომში, სანატორიუმ „ბორჯომში“ და სანატორიუმ „ლიკანი 3“-ში. ამ საკითხის დროული მოგვარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ძალიან მალე დაიწყება საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. აქვე მინდა, მადლობა გადაუხადო მათ მოთმინებისთვის და ვპირდები, რომ ისინი მალე დაკმაყოფილდებიან ბინებით და მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე არის რეგიონის სასმელი და სარწყავი წყლით სრულად უზრუნველყოფა. ამასთან დაკავშირებით მჭიდრო კავშირი და ხშირი შეხვედრები მაქვს როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან, ასევე — სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მიმდინარეობს პროექტების შესწავლა და მათი დამუშავება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის არის პირველადი ჯანდაცვის სამსახურის გაძლიერება, რათა მეტი პრევენციით მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ქვეყანაში, სადაც სამედიცინო მომსახურება პირველადი ჯანდაცვის მოდელზეა ორიენტირებული,   ჯანმრთელი მომავალი თაობის წინაპირობაა.

ამის გარდა, რეგიონში უამრავი გადასაჭრელი საკითხია, რომელსაც ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ვხვდებით. ბევრი პროექტი მიმდინარე პროცესშია, ბევრი კი სამომავლოდ იგეგმება.

  • ბატონო ანტონ, ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმიანობას ეწევით და სოციალური პროექტების მხარდამჭერი ბრძანდებით. მათ შორისაა, ჩვენი მედიასახლ «პოსტსკრიპტუმი«-ს წიგნიერების პროექტიც, რომლის ფარგლებში თქვენი მხარდაჭერით მაღალი დონის მხატვრული ლიტერატურა გადაეცემათ ხოლმე სოფლების ბიბლიოთეკებს, მრავალშვილიან ოჯახებს თუ დღის ცენტრებს. გთხოვთ, სხვა სოციალურ პროექტებსა თუ თქვენს საქველმოქმედო საქმიანობაზეც გვიამბოთ.
  • ქველმოქმედებას ლაპარაკი არ უყვარს, ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს ჩვენს მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების საზოგადოებისთვის აფიშირება, არამედ, უნდა შევძლოთ, უფრო მეტი ადამიანი გავაერთიანოთ კეთილი საქმეების საკეთებლად.

წარმატება, რასაც ჩემი ცხოვრების მანძილზე მივაღწიე, მაძლევს საშუალებას ჩავერთო საქველმოქმედო პროექტებში, ეს არის ჩემი რეგიონის, ჩემი მასწავლებლების და, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის დამსახურება, ოჯახის, სადაც სიკეთის კეთებას ბავშვობიდან ვხედავდი და მაგალითს ვიღებდი.

რაც შეეხება თქვენს საქველმოქმედო პროექტებს, დიდი მადლობა კარგი ინიციატივებისთვის და მათი განხორცილებისთვის, ყოველთვის ვიქნები თქვენი მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, ერთად მეტი სიკეთის კეთებას შევძლებთ.

  • მადლობა საუბრისათვის, ბატონო ანტონ და წარმატებებს გისურვებთ მომავალ საქმიანობაში!

ნატო გუბელაძე

Related Posts

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

9 июля, 2025
რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ბლოგი

რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

9 июля, 2025
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
ბლოგი

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

9 июля, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა
ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა

25 июня, 2025
ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მსოფლიო

ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

25 июня, 2025
სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა
ეკონომიკა

სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა

25 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ