თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უკრაინელი მოქალაქეები ქართულ ენას სწავლობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უკრაინელი მოქალაქეები ქართულ ენას სწავლობენ
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომელთაც  ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს, სპეციალურად მათზე მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობს.

ქართული ენის შემსწავლელ უკრაინელთა პირველი ჯგუფი ბათუმში შეიკრიბა და მეცადინეობასაც შეუდგა. ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლამ მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის სპეციალური პროგრამა — ქართული ენის მოკლე კურსი შეიმუშავა. აღნიშნული პროგრამა საქართველოში მყოფ უკრაინელებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში შეისწავლონ ქართული ენა, რაც მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციასა და ადგილობრივებთან ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება. ქართული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით, სკოლა მზადაა, მეცადინეობები ჰიბრიდულ ან სრულად დისტანციურ რეჟიმში განახორციელოს. 

პროგრამის პრეზენტაციასა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ჩატარებულ ქართული ენის პირველ გაკვეთილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 

მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა პატივისცემა და თანადგომა უკრაინელი ერის მიმართ და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იზრუნებს საქართველოში მყოფ უკრაინის თითოეულ მოქალაქეზე.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული სხვა პირებისთვის, სახელმწიფო ენის სწავლებისა და მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, 2014 წლიდან სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას ახორციელებს.  პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ამ ეტაპზე ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ბენეფიციარებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენებით, 27 სხვადასხვა პროგრამა და მოკლევადიანი კურსი  ხორციელდება როგორც დასწრებითი ისე, დისტანციური მეთოდით. დღემდე აღნიშნული პროგრამებით ეროვნული უმცირესობის 23 000-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის 6 857-მა პედაგოგმა, ისარგებლა.

Related Posts

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“
ბლოგი

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

16 апреля, 2026
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
ბლოგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

15 апреля, 2026
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა
ბლოგი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

8 апреля, 2026
ბლოგი

2 апреля, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

2 апреля, 2026
ბლოგი

რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

30 марта, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ