tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home განათლება

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი გამოცხადდა

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი გამოცხადდა
Share on FacebookShare on Twitter

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები –  მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ნუნუ მიცკევიჩი: „როგორც ცნობილია, გამოცდებთან დაკავშირებით წელს გვაქვს სიახლე: აბიტურიენტებისთვის გაფართოვდა მესამე არჩევითი სავალდებულო საგანის ჩამონათვალი – ისტორიასა და მათემატიკასთან ერთად მათ შეუძლიათ ჩააბარონ მაპროფილებელი საგნები იმ დარგის მიხედვით, რომელსაც თავად აირჩევენ სასურველი პროფესიის გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში კი თუ აბიტურიენტებს გამოცდის დღეს დადასტურებული ექნებათ კოვიდი და რეგისტრირებული იქნებიან ჯანდაცვის ბაზაში ჩვენ მათთვის დავაორგანიზებთ დამატებით სესიას და ისინი შეძლებენ შესაბამისი საგნის ჩაბარებას.

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა, თუმცა, სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელმა პირმა პირბადე თან უნდა იქონიოს.

წინა ორი წლის განმავლობაში, პანდემიიდან გამომდინარე განსხვავებულ გარემოში გვიხდებოდა გამოცდების ორგანიზება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად სრულად იყვნენ ჩართული გამოცდების საორგანიზაციო საკითხებში.

ასევე დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ყოფილ აბიტურიენტებს, უკვე სტუდენტებს, რომლებმაც მაღალი თვითშეგნებით ჩვენთან ერთად გაიარეს რთული პერიოდი.

მსურს, წარმატება ვუსურვო 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ თითოეულ ადამიანს!“

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი მედიას სოფიო გორგოძემ გააცნო და საორგანიზაციო დეტალებზე ისაუბრა.

გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირდა 2 500-ზე მეტი სტუდენტი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის დარეგისტრირდა   9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი
  • მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა სულ 34 500-ზე მეტი მსურველი (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა — უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა — წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ივნისის მეორე ნახევრიდან შეძლებენ. 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2696

Related Posts

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა
ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა

25 июня, 2025
ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მსოფლიო

ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

25 июня, 2025
სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა
ეკონომიკა

სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა

25 июня, 2025
„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
მსოფლიო

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში

17 июня, 2025
ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

16 июня, 2025
ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა
ბლოგი

ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა

17 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ