თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

თბილისში სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნა

თბილისში სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნა
Share on FacebookShare on Twitter

30 ივლისს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე თბილისში, ინგოროყვას 22-ში ჩეკა-ს ყოფილ შტაბ-ბინასთან აღნიშნა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ჩეკას სახლში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატუსაღებულ, რეპრესირებულ და სიკვდილით დასჯილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურებისა ფოტოები და ბიოგრაფიული ცნობები.

სოვლაბის თანამშრომლებმა და საზოგადოების წევრებმა წაიკითხეს 1937-1938 წლებში სტალინური ტერორის სახელით ცნობილი რეპრესიების ტალღის დროს სიკვდილის დასჯილთა გვარები.

„უკვე მე-4 წელია, სოვლაბი ცდილობს 30 ივლისის საბჭოთა ტოტალიტარული მსხვერპლტა ხსოვნის დღედ დამკვიდრებას. აუცილებელია ამ პროცესში მეტი მოქალაქე ჩაერთოს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დღეს, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე ვხედავთ რომ ტოტალიტარული მონსტრი არსად წასულა. როგორც ამ ომის, ასევე რუსეთის საქართველოსთან მიმართებაში აგრესიის მამოძრავებელი სწორედ საბჭოთა ტოტალიტარიზმის მეხსიერებაა. ამიტომ აუცილებელია მთელი სისავსით გვესმოდეს რას ვუპირისპირდებით და რას ვიცავთ. ვიცავთ დემოკრატიული საქართველოს იდეას და ვიხსენებთ იმ ადამიანებს რომლებიც ამ იდეას ემსხერპლნენ,“ განაცხადა  სოვლაბის ბორდის თავმჯდომარემ ირაკლი ხვადაგიანმა.

ღონისძიებას დაესწრო საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, რომელმაც ასევე წაიკითხა დახვრეტილთა გვარები.

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს დანაშაულები რომლებიც მე-20 საუკუნეში ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში იქნა ჩადენილი. დღეს არსებობს რუსეთის დიდი რევიზიონისტული და იმპერიალისტური გეგმა რუსეთის, რომელიც თავს ესხმის უკრაინას. დღეს ვხედავთ უწყვეტობას წარსულისა და დღევანდელ დანაშაულებებს შორის,“ აღნიშნა ელჩმა კოლასმა.

1937 წლის 30 ივლისს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД) გამოსცა ბრძანება ნომრით 004447 რომელმაც სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ტალღას დაუდო სათავე. რეპრესიების ამ ციკლმა მილიონობით, საქართველოში კი ათეულ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა რამაც ქართულ საზოგადოებას კოლოსალური დამღა დაასვა.

ბოლო წლებში საქართველოში სტალინის 10-ზე მეტი ახალი ძეგლი დაიდგა, რაც რუსული დეზინფორმაციის წარმატებაზე მიანიშნებს. აშშ განვითარების სააგენტოს საინფორმაციო უსაფრთხოების პროგრამის მიერ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% მთლიანად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას რომ სტალინით მისი ქართული წარმოშობის გამო ქართველებმა უნდა იამაყონ. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია 2010 წელს დაარსდა. სოვლაბის მიზანია საბჭოთა ტოტალიტარული წარსულისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის კვლევა და პოპულარიზაცია და საბჭოთა წარსულის თემატიკის დეზინფორმაციული მიზნებით გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაა.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ