tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home განათლება

მსოფლიო სურსათის დღე 2022.

მსოფლიო სურსათის დღე 2022.

07 August 2019, Rome Italy - FAO Director-General Qu Dongyu official portrait. FAO headquarters.

Share on FacebookShare on Twitter

როგორ დავრწმუნდეთ, რომ ყურადღების მიღმა ნამდვილად არავინ დარჩება

კუ  დონჟუ,

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი

არავინ ყურადღების მიღმა – ეს წლევანდელი მსოფლიო სურსათის დღის მთავარი თემაა და  მოწოდება მსოფლიოსადმი: გავიაზროთ  საგანგაშო რეალობა, რომ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის ფონზე სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება ყურადღების მიღმა. ამას არაერთი მიზეზი აქვს: მიმდინარე კონფლიქტები, მათ შორის, ომი უკრაინაში, COVID-19-ით გამოწვეული პანდემია და კლიმატის კრიზისი. პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ინფლაცია და დრამატულად გაზრდილი ფასი სურსათზე, საწვავზე, სასუქზე, ენერგეტიკაზე, რამაც შეიძლება შექმნას სურსათზე წვდომის კრიზისი ახლა და მასზე ხელმისაწვდომობის კრიზისი, სავარაუდოდ, მომავალ სეზონზე.  

ბოლო კვირებსა და თვეებში უამრავი ადამიანი შეძრა სურათებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მწვავე პრობლემებს ასახავს. FAO-სა და პარტნიორების უახლესი ანგარიშის „სასურსათო უსაფრთხოება და კვება მსოფლიოში (SOFI)” მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოში დაახლოებით 828 მილიონი ადამიანი საკვების მუდმივ ნაკლებობას განიცდის. ეს რიცხვი 46 მილიონით მეტია, ვიდრე 2020 წლის იგივე მაჩვნებელი და 150 მილიონით აღემატება COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიამდელ, 2019 წლის მონაცემებს. პანდემიის შედეგებმა გააღრმავა უთანასწორობა, გაზარდა უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რიცხვი და მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრა უფრო გაართულა, განსაკუთრებით, მოწყვლად ქვეყნებში.

ჩვენ რთული ამოცანა გვაქვს — მივაღწიოთ შედეგს „არავინ ყურადღების მიღმა“, თუნდაც, მოსახლეობის მხოლოდ სურსათით უზრუნველყოფით კონტექსტში, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანებისთვის მშვიდი, თანასწორი, ინკლუზიური და მდგრადი მომავლის შექმნაზე. ამის მიუხედავად, არ გვაქვს სასოწარკვეთის უფლება და არც იმის, რომ ყველაფერი ძველებურად განვაგრძოთ და განსხვავებული შედეგის მიღებას დაველოდოთ. არსებობს მნიშვნელოვანი გზები, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს.

შევხედოთ ერთ-ერთ მაგალითს: მზარდი საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტებისა და კატასტროფების ფონზე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველაზე მოწყვლადი ადამიანების მხარდაჭერაა, რომ მათ საარსებო წყარო ჰქონდეთ. ეს მხარდაჭერა უკეთესად კოორდინირებული და უფრო ფართომასშტაბიანი უნდა იყოს, ასევე —  დროული და ემთხვეოდეს თესვისა და შინაური ცხოველების პროდუქტიულობის სეზონს.

შოკისმომგვრელი ფაქტი ის არის, რომ შიმშილის პირობებში მყოფი ყოველი სამი ადამიანიდან, მინიუმ ორი სოფლად მცხოვრები საკვები პროდუქტის მცირე მწარმოებელია. კრიტიკული ამოცანაა, მათ დავეხმაროთ: ჯერ საკუთარი თავი გამოკვებონ, შემდეგ კი — ჩვენ. ადგილობრივი თემები ყურადღების მიღმა ადვილად რჩებიან, როდესაც მსოფლიოს ერთ წერტილში გადაუდებელი დახმარებაა საჭირო, სხვაგან — განვითარების სამუშაოები, თუ კონფლიქტურ ადგილებში მშვიდობის ხელშეწყობა. ამიტომ, უკეთესი კოორდინირება გვჭირდება, რომ შესაბამისად განვსაზღვროთ ჩვენი დახმარების საჭიროების მქონე სამიზნე სეგმენტები.

გლობალურ დონეზე, მეტი სოლიდარობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე მოწყვლად ერებს გლობალური მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა მათი ყველაზე ღარიბი მოსახლეობის სოციალური დაცვა შეძლონ — ეს მათ კატასტროფების დროს, მეტი გამძლეობის შესაძლებლობას მისცემს. მთავრობები საერთო სიკეთეზე უნდა ფოკუსირდნენ და თავიდან აიცილონ პროტექციონისტული ქმედებები. ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს საერთაშორისო ბაზრებზე, თუ ვაჭრობის ღიაობითა და მოწოდების ჯაჭვის მოქმედებით, სურსათის მოწოდების პოტენციურ შოკს შევამცირებთ.

ყველაზე მოწყვლადი ადამიანების გაძლიერება შესაძლებელია მთავრობების, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო სექტორებისა და სხვა ჩართული მხარეების ერთად მუშაობით, თუ გარდავქმნით სურსათის წარმოების, გავრცელებისა  და მოხმარების გზებს. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზემოაღნიშნული ჯგუფების, ქალებისა და ახალგაზრდების ჩთვლით, საბაზისო სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებით მომარაგება, სწორი მიმართულებით გადამზადება, მოტივაციის შექმნა, ინოვაცია და ტექნოლოგიები.

ერთ-ერთი პირველი, საიდანაც უნდა დავიწყოთ, მეტი ინფორმაციის საჭიროებაა მათ შესახებ, თუ ვინ და რატომ რჩება ყურადღების მიღმა. თუ მთავრობები უფრო მეტად ადამიანებზე ორიენტირებულ კვლევებსა და მონაცემებს მოიპოვებენ, ამ ემპირიულ ცოდნაზე დაყრდნობთ მეტად ინკლუზიური, რეაქტიული, პასუხისმგებლიანი ინსტიტუციებისა და სოციალური პრაქტიკები შექმნას შეძლებენ. „არავინ ყურადღბის მიღმა“ — ამ პრინციპის სტრატეგიებში, გეგმებსა და ბიუჯეტებში გათვალისწინება მთავრობებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად.

ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ რომ ამ ყველაფრის შესახებ სხვადასხვა დონეზე ხმა გავავრცელოთ? შეგვიძლია, ვიმოქმედოთ ეფექტურად, ერთიანად და მეტი თანაგრძნობით, ხმა ავიმაღლოთ და გადაწყვეტილების მიმღებებზე გავლენა ვიქონიოთ, რომ ყურადღების მიღმა არავინ დატოვონ. ასევე შეგვიძლია ნაკლები სასურსათო დანაკარგი შევქმნათ, მივიღოთ ჯანსაღი და სეზონური საკვები და მოვუაროთ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, ნიადაგს და წყალს.  ამ კონტექსტში, მინდა ყურადღება ახალგაზრდებზე გავამახვილო. უკვე მეორე წელია, ისინი მსოფლიო სურსათის ფორუმის პლატფორმის ცენტრალური ნაწილი არიან, რომელსაც ჩვენ ჰიბრიდული მოდელით FAO-ს მთავარ ოფისში, რომში ვმართავთ (17-21 ოქტომბერს). ღონისძება ასევე მოიცავს გლობალურ ახალგაზრდულ ფორუმს, სამეცნიერო, ინოვაციურ და საინვესტიციო ფორუმებს. მათმა იდეებმა და ენთუზიაზმმა ჩვენს განწყობებში ქმედებები და სოლიდარობა უნდა შემოიტანონ, რათა ერთად მიავღწიოთ: უკეთეს წარმოებას, უკეთეს კვებას, უკეთეს გარემოსა და უკეთეს ცხოვრებას ისე, რომ ყურადღების მიღმა არავინ დარჩეს.

Related Posts

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
მსოფლიო

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში

17 июня, 2025
ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

16 июня, 2025
ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა
ბლოგი

ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა

17 июня, 2025
ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა
ბლოგი

ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

14 июня, 2025
თბილისში ZEG -ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ბიზნესი

თბილისში ZEG -ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

13 июня, 2025
სომელიეს სკოლის დღიურები — რეპორტაჟი ბოლნისის ღვინის ფესტივალიდან
ადგილწარმოშობები

სომელიეს სკოლის დღიურები — რეპორტაჟი ბოლნისის ღვინის ფესტივალიდან

5 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ