თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home Uncategorized

რა ვიცით კომპანიაზე, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია ჩაატარა

რა ვიცით კომპანიაზე, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია ჩაატარა
Share on FacebookShare on Twitter

კომპანია, რომელიც ვაკის პარკში მერიის დაკვეთით შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, არის შპს “გრინსერვის+”. ამ დროისთვის კომპანიას სახელმწიფოსგან მიღებული აქვს 6 324 286.07 ლარი, რაც საერთო ღირებულების 49 პროცენტია.

13 ოქტომბერს, ახლადრეაბილიტირებული ვაკის პარკის შადრევანში ორ მოზარდს დენმა დაარტყა. ისინი წყალში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევნების კასკადს ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს ჩაუტარდა. ინსპექტირების ანგარიში სქელტანიანი, 533 გვერდიანი დოკუმენტია, რომლის თანახმადაც, ყველა შესრულებული სამუშაო წესრიგშია, წერს “რადიო თავისუფლება”.

თბილისის მერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინსერვისი“. კალაძე ადასტურებს იმასაც, რომ პროექტი შემოწმებული იყო.

შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება. კომპანია “გრინსერვისის” დამფუძნებელი, ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. ფურცხვანიძე გამოკითხვაზე შესვლის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირადად იყო პასუხისმგებელი შადრევნის გამართულად მუშაობაზე.

ასევე, პოლიციაში იკითხებიან მერიის თანამშრომლები.

“შავი სია”, რომელიც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა

2018 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოუწოდა ხელისუფლებას კორუფციასა და თაღლითობაში მხილებული კომპანიების “შავი სიის” შედგენისკენ. ამ ორგანიზაციების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უნდა შეზღუდულიყო.

“კარგი საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში კორუფციაზე და თაღლითობაზე ნასამართლევ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ ეზღუდებათ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა კანონსაწინააღმდეგო ფაქტები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას გამოვლინდა”, – წერდა თI და აღნიშნავდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციით, საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებული კომპანიების და მათი მენეჯმენტის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უნდა შეიზღუდოს.

იქვე არასამთავრობო ორგანიზაცია აღწერდა სქემას, თუ როგორ უვლიდნენ გვერდს კორუფციაში შემჩნეული კომპნანიები “შავ სიას”.

“შავ სიაში“ შემავალი კომპანიის მფლობელებს შეუძლიათ სხვა კომპანია დააფუძნონ და ისე მიიღონ შესყიდვებში მონაწილეობა ან “გაშავებული“ კომპანიით ქვეკონტრაქტორები გახდნენ.

ორგანიზაციას თავის ანგარიშში მოჰყავს სამი მაგალითი, სადაც შესყიდვებში მონაწილეობენ და იმარჯვებენ პირები, ვინც სწორედ სახელმწიფო შესყიდვებში აღმოჩენილი ფაქტების გამო გასამართლდნენ. ამ სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი სწორედ “გრინსერვისია”.

რა ვიცით გრინსერვისზე

2013 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე დააკავა.

გამოძიება წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ კორუფციულ დანაშაულს იძიებდა. საქმეში იკვეთებოდა, რომ ყოფილმა ჩინოვნიკებმა – ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ 2007 წელს თავიანთი ნაცნობების სახელზე ფიქტიურად დააფუძნეს შპს “გრინსერვისი“, სინამდვილეში კი კომპანიის რეალური მფლობელები და ხელმძღვანელები თავად იყვნენ.

შპს „გრინსერვისის“ დაფუძნების ძირითადი მიზანი ის იყო, რომ ამ კომპანიას მონაწილეობა მიეღო და გაემარჯვა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ გამწვანებითი სამუშაოების ტენდერებში და ეს მაშინ, როდესაც ძველი თბილისის გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ.

ეს უკანასკნელები ტენდერებს აცხადებდნენ და შემდეგ თავადვე იგებდნენ მათთვის ხელსაყრელი პირობებით. შპს „გრინსერვისმა” ლაშა ფურცხვანიძის და კობა ხარშილაძის ძველი თბილისის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდში გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ ხუთ სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა.

2010 წლის 16 ნოემბერს „გრინსერვისის“ ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ, მას შემდეგ რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოს ფიქტიური დამფუძნებლები შეცვალეს და საწარმოს 100 პროცენტიანი წილი თანაბრად გაიყვეს. ასევე, ამავე წელს ამ ორმა კიდევ ერთი კომპანია – შპს „გრინსერვისი+“ დაარსა.

2013 წლამდე „გრინსერვისმა“ 8 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, მათ შორის 407 ათასი ლარი პირდაპირი შესყიდვებიდან მიიღო.

ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ გამოძიებასთან ითანამშრომლა და მთელი ამ სქემის ნამდვილობა აღიარა. იგი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი ორი წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა.

იმის ნაცვლად, რომ კორუფციაში მხილებული კომპანიისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აეკრძალა, “ქართულმა ოცნებამ” ფურცხვანიძესთან ურთიერთობა აღადგინა. ოღონდ ამჯერად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა არა “გრინსერვისი”, რომლის წინააღმდეგ იყო საქმე აღძრული, არამედ “გრინსერვის+” (იგივე კომპანია შეცვლილი სახელით).

2013 წლის იანვრიდან “გრინსერვის +” მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მილიონი აქვს მიღებული სახელმწიფოსგან.

წყარო: https://jam-news.net/ge/ra-vicit-kompaniaze-romelmac-vakis-parkis-shadrevanis-reabilitacia-chaatara/

Related Posts

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“

28 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება – 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი
Uncategorized

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება – 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი

19 февраля, 2026
გივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით
Uncategorized

გივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით

4 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ