tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home განათლება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება.

დირექტორობის მსურველთასერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი შემდეგ ბმულზე: https://directors.mes.gov.ge

აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.

2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.

დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge

26 ოქტომბრიდან  დირექტორობის მსურველებს ექნებათ საშუალება, ვებგვერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია შემდეგ თემებზე:

  1. სკოლის დირექტორის სტანდარტი;
  2. განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები;
  3. სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება;
  4. სასკოლო კურიკულუმის შემუშავება;
  5. სასკოლო კურიკულუმის დანერგვა: მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესი;
  6. სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება;
  7. ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
  8. ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება;
  9. მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა;
  10. საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია;
  11. მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები;
  12. სასკოლო კულტურის ფორმირება.

სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – directors@emis.ge.

ამასთან, ხშირად დასმული კითხვების ანალიზის საფუძველზე, 2022 წლის 30 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც დაინტერესებული მხარეები მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა. ახალი სტანდარტი ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს.

Related Posts

თბილისმა მთაწმინდაზე “ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა
ბიზნესი

თბილისმა მთაწმინდაზე “ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა

12 мая, 2025
მიხეილ სარჯველაძე — „არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების გამავლობაში“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების გამავლობაში“

10 мая, 2025
C ჰეპატიტის გამომწვევი პრობლემები
ბლოგი

C ჰეპატიტის გამომწვევი პრობლემები

9 мая, 2025
“ელკანა”-მ » ხორბლის ენდემური სახეობების, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია გამართა
განათლება

“ელკანა”-მ » ხორბლის ენდემური სახეობების, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია გამართა

6 мая, 2025
თბილისმა ღვინის ფესტივალს „Wine Ambassadors 2025“ უმასპინძლა
განათლება

თბილისმა ღვინის ფესტივალს „Wine Ambassadors 2025“ უმასპინძლა

4 мая, 2025
საქართველოს ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სტუმრობდა
ეკონომიკა

საქართველოს ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სტუმრობდა

3 мая, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ