tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home განათლება

ახალდაბის მედიაკაფეში ახალგაზრდებმა მწერალ სალომე ბენიძეს უმასპინძლეს

ახალდაბის მედიაკაფეში ახალგაზრდებმა მწერალ სალომე ბენიძეს უმასპინძლეს
Share on FacebookShare on Twitter

ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-ს სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა თანამედროვე მწერალ ფემინისტ ქალს, სალომე ბენიძეს უმასპინძლეს.

შეხვედრა „ფონდი ტასო“-ს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა და მისი მთავარი მიზანი გახლდათ, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები გაცნობოდნენ თავის საქმეში წარმატებულ ქალ პერსონას და მოესმინათ მისგან იმ გამოწვევებზე, რაც გოგონებს კარიერული ზრდის პროცესში ხვდებათ და რამდენად რთული თუ მარტივია წარმატების მიღწევა.

მწერალ სალომე ბენიძესთან შეხვედრა მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. სალომემ ბავშვებს უამბო, როგორ დაიწყო მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზა ქუთაისიდან, სადაც ის სკოლა დაამთავრა, რომელიც გასულ საუკუნეებში ქალთა კლასიკური გიმნაზია იყო, და რომელი სკოლაც ცნობილ ქართველ ფემინისტ ქალს, კატო მიქელაძეს, პირველი დამოუკიდებელი საქართველოს ორ პარლამენტარ ქალს: მინადორა ტოროშელიძესა და ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძეს, პოეტ ანა კალანდაძეს ვერიკო ანჯაფარიძესა თუ სხვა მრავალ ცნობილ ქალს აქვს დამთავრებული.

მერე ისიც გაიხსენა, როგორ გახდა მისი პირველი წიგნი ლიტერატურული პრემია „საბა“-ს სადებიუტო ნომინაციაში გამარჯვებული და შემდეგ როგორ მივიდა იქამდე, რომ შეექმნა პროზაული კრებული „ქალაქი წყალზე“, რომელიც დღემდე გაყიდვაშია და ერთ-ერთ ბესტსელერად ითვლება.

მწერალმა აღნიშნა, რომ ეს წიგნი „ქალაქი წყალზე“ მან დაწერა ყველა გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს, ყველა გოგოსთვის, ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შუძლია და, მიუხედავად ამისა, მხრებში გამართულს გაუგრძელებია გზა… და ასევე, ეს წიგნი მწერალმა დაწერა ყველა იმ ბიჭისთვისაც, ვისაც ჰყოფნის სიყვარული, ამბიცია და სიამაყე, რომ გვერდით ძლიერი გოგო ჰყავდეს. წიგნის მთავარი გმირებიც ქალები არიან, ძლიერი, დამოუკიდებელი შეყვარებული ქალები, რომლებიც გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და შედეგებზეც თავად არიან პასუხისმგებლები.

ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სალომემ დიდი დრო დაუთმო ქალთა უფლებებზე, გენდერულ სტერეოტიპებსა თუ იმ მანკიერებებზე საუბარს, როგორიცაა ადრეული ქორწინება და ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა. მან ურჩია ახალგაზრდებს,რომ ყოველთვის შეეცადონ გენდერული სტერეოტიპების დარღვევას, იმ უფლებებით სარგებლობას, რაც მინიმუმ დღევანდელი კანონმდებლობით აქვთ ქალებს და აუცილებლად უნდა გახდნენ ძლიერები და აქტიურები.

შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა კმაყოფილება გამოხატეს მწერლის სტუმრობით, რომ მათთვის ძალიან ემოციური და საინტერესო იყო იმ მწერალთან პირისპირ შეხვედრა, რომლისთვისაც ყველაზე ახლობელია ახალგაზრდა გოგონებისა თუ ქალების პრობლემები, მათი სულიერი მდგომარეობა.

-ჩვენ დავინახეთ, რომ ამ არაჩვეულებრივი წიგნის ავტორი თავადაც არის ძლიერი, თავისუფალი ქალი, რომელიც ყოველთვის მზადაა ყველა ქალის მხარდასაჭერად, რადგან ჩვენ, ქალებს, ბევრი რამ შეგვიძლია იმისათვის, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შემოვაბრუნოთ! — მადლიერებით აღნიშნეს შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა და სტუმრისგან ჯერ ავტოგრაფი მიიღეს, ხოლო შემდეგ მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

 მარიამ ლომიძე

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

Related Posts

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
მსოფლიო

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში

17 июня, 2025
ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

16 июня, 2025
ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა
ბლოგი

ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა

17 июня, 2025
ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა
ბლოგი

ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

14 июня, 2025
თბილისში ZEG -ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ბიზნესი

თბილისში ZEG -ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

13 июня, 2025
სომელიეს სკოლის დღიურები — რეპორტაჟი ბოლნისის ღვინის ფესტივალიდან
ადგილწარმოშობები

სომელიეს სკოლის დღიურები — რეპორტაჟი ბოლნისის ღვინის ფესტივალიდან

5 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ