თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაზიარებისკენ

სახალხო დამცველის განცხადება პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსის მისაღებად დადგენილი პირობების შესრულებისკენ. სანამ სამუშაო რეფორმის ჯგუფის საქმიანობა არ არის დასრულებული, კვლავ არსებობს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმების განხორციელების შესაძლებლობა, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული.

დაახლოებით 3  თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი წინაპირობების შესრულების მიზნით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამ დროისათვის შედგა 4 შეხვედრა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იგეგმება კიდევ ერთი შემაჯამებელი შეხვედრის გამართვა უახლოეს მომავალში. ჯგუფის ფარგლებში გასაწევი სამუშაო თავიდანვე ორი მიმართულებით განისაზღვრა: 1) საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა და 2) სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. ამ დროისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაასრულა მუშაობა სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე და აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო რედაქცია უკვე გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე.

სახალხო დამცველმა ჯგუფის ფარგლებში ორჯერ წარადგინა წერილობითი რეკომენდაციები, ხოლო მისი წარმომადგენლები თითოეულ შეხვედრაზე ასევე აქტიურად ერთვებოდნენ და ზეპირი ფორმით აფიქსირებდნენ და ასაბუთებდნენ მოსაზრებებს. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართული ხანგრძლივი დისკუსიების მიუხედავად, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი, რომ გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში[1] ასახული ისეთი საკითხები, როგორებიცაა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მისი გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას; საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება და ამ პროცესში ზეგავლენების სრულად გამორიცხვა; კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა და სხვა. ასევე, ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ გათვალისწინებულია ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებული ე.წ. „19 აპრილის შეთანხმებით“ გათვალისწინებული რეფორმების გატარება, კერძოდ, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის დანერგვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, სასამართლო რეფორმის ტალღების ეფექტიანობის შეფასება და სხვა.  ამ დრომდე, დადებითად არ არის გადაწყვეტილი ჩვენს მიერ დაყენებული საკითხებიც: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღება ორმაგი უმრავლესობის პრინციპით (მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის მხარდაჭერით); სასამართლოს (კოლეგიის, პალატის) თავმჯდომარეთა არჩევა ამავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ; 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების გაუქმება, რომლითაც უკიდურესად შესუსტდა მოსამართლეთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და სხვა.  ასევე არ იქნა გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნა სადავო საკითხების გარშემო საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან მიღებულიყო ვენეციის კომისიისა თუ ეუთო/ODIHR-ის მოსაზრების მოსმენის შემდეგ.

სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებული ვერსიაში კი არ იქნა გათვალისწინებული ჩვენ მიერ წარდგენილი არც ერთი რეკომენდაცია, რომლებიც არ მოითხოვდა საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას: კერძოდ, ესენია:

  • მართლმსაჯულების სფეროში უკვე განხორციელებული რეფორმების აღსრულებაზე ზედამხედველობის საჭიროება;
  • მოსამართლეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს იმპლემენტაციის გაძლიერების საჭიროება;
  • საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში ცვლილებების საჭიროება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საერთო სასამართლოებში კოლეგიის სამივე წევრის შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე არჩევა;
  • მოსამართლეთა თანაბარი, პროპორციული დატვირთულობის უზრუნველყოფის საჭიროება;
  • ეუთო/ODIHR-ის მიერ 2021 წლის აგვისტოში გაცემული რეკომენდაციების ნაწილის სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გათვალისწინების საჭიროება;
  • დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის დეტალური წესისა და კრიტერიუმების გაწერის საჭიროება.

გარდა ამისა, ვუთითებდით, რომ მნიშვნელოვანი იყო სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი მიწოდებოდათ და მასზე აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მისცემოდათ საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, რაც ასევე არ მომხდარა.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ადგენს, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“ შესაბამისად,  საქართველოს პარლამენტს ევალება შეასრულოს ის წინაპირობები, რაც ევროკავშირმა განსაზღვრა საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციები მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.


[1] ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/opinion-georgias-application-membership-european-union_en >

Related Posts

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“

28 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ