tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

ცესკოს წინააღმდეგ დღეს დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება
Share on FacebookShare on Twitter

2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში ასახული მიგნებები, რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა იყო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართული შეხვედრის მთავარი თემა. როგორც შეხვედრაზე ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ალბერტ იონსონმა აღნიშნა, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო გამჭვირვალე და კარგად ადმინისტრირებული.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს რეკომენდაციების შესრულებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში  მიმდინარე საქმიანობების შესახებ ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ეუთო/ოდირთან თანამშრომლობა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება რეკომენდაციების შესრულებას და გათვალისწინებას იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო ეფექტური იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ინტერვენციების შემთხვევაში ეუთო/ოდირის დამატებითი რეკომენდაციები და მოსაზრებები. ამასთან ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის, ასევე მომავალ წელს გასამართი შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნების შესახებ. განვიხილეთ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები  და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ადმინისტრაციის წინაშე დგას“, — განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხების და იმ კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრის შესახებ, რომელიც შეიძლება გადაიდგას სხვადასხვა ჩართული მხარის მიერ საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკის ეუთოსთან აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე და ODIHR-ის საარჩევნო მრჩეველი/ოფიცერი საქართველოში ქსენია დაშუცინა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დელეგაციის ვიზიტი თბილისში 31 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბერს დასრულდება. დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის,  სახალხო დამცველის, სასამართლოს, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.

Related Posts

„ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის 63 კანდიდატი წარადგინა
პოლიტიკა

„ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის 63 კანდიდატი წარადგინა

11 августа, 2025
ბლოგი

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, პროფესიული კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად, სასწავლო დაწესებულებების განაცხადების მიღებას იწყებს

8 августа, 2025
2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება
ბლოგი

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

6 августа, 2025
გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

9 июля, 2025
რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ბლოგი

რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

9 июля, 2025
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
ბლოგი

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

9 июля, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ