თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

არჩევნებშიხელოვნურიინტელექტისგამოყენებისსაკითხზეგიორგიკალანდარიშვილმავენეციისკომისიისმიერორგანიზებულკონფერენციაზეისაუბრა

არჩევნებშიხელოვნურიინტელექტისგამოყენებისსაკითხზეგიორგიკალანდარიშვილმავენეციისკომისიისმიერორგანიზებულკონფერენციაზეისაუბრა
Share on FacebookShare on Twitter

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს წევრმა ია პირტახიამ საარჩევნო ადმინისტრაციების მე-19 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი და არჩევნების მთლიანობა“ ვენეციის კომისიის ორგანიზებით გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა თემაზე „არჩევნებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივები და შედეგები“. გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და დეზინფორმაციის/ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო.

„ხელოვნური ინტელექტი დიგიტალიზაციის პროცესის ერთ-ერთი თანამედროვე გამოწვევა და მეთოდია, რომელიც უკავშირდება, ერთი მხრივ, ინფორმაციის დროულ და სწრაფ გადაცემას, მეორე მხრივ სხვადასხვა საშუალებაში მის ინტერვენციას. ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ ვენეციის კომისიის დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება ის გამოწვევები, რისკები საფრთხეები და დადებითი მხარეები, რაც შესაძლოა ჰქონდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საარჩევნო პროცესში“, — განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

„ხელოვნური ინტელექტი და სამართლიანობა საარჩევნო პროცესებში“, «ხელოვნური ინტელექტი, სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური უფლებების დაცვა», «ხელოვნური ინტელექტი საარჩევნო პროცესებში, რისკები და შესაძლებლობები», „ხელოვნური ინტელექტის გავლენა ამომრჩეველთა აქტივობაზე და მათ არჩევანზე, თუ მონაცემთა დაცულობა“, „ონლაინ სიძულვილის ენისა და ყალბი ამბების გავლენა ადგილობრივ და რეგიონულ საარჩევნო პროცესებზე“ — ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილი და ია პირტახია ვენეციის კომისიის დირექტორს/მდივანს სიმონე გრანატა-მენინის და დემოკრატიული არჩევნების საბჭოს მდივანს  პიერ გარონეს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების ინტერვენციასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.  კონფერენციის პარალელურად გიორგი კალანდარიშვილი და ია პირტახია ასევე შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ვენდორი კომპანიების წარმომადგენლებს და სამომავლოდ გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

კონფერენცია 14-15 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართა და მასში 40-მდე ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ევროკომისიის, გაეროს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგი კალანდარიშვილმა და ია პირტახიამ საარჩევნო ადმინისტრაციების მე-19 ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობა ვენეციის კომისიის ოფიციალური მიწვევით მიიღეს.

Related Posts

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით
ბლოგი

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით

17 апреля, 2026
„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“
ბლოგი

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

16 апреля, 2026
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
ბლოგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

15 апреля, 2026
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა
ბლოგი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

8 апреля, 2026
ბლოგი

2 апреля, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

2 апреля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ