თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home განათლება

„წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

„წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო
Share on FacebookShare on Twitter

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-სა და წიგნის სახლ „ქიმერიონი“-ს წიგნიერების აქციის ტრადიციული საშემოდგომო კვირეული ამჯერად ადიგენის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ და ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ 

ანტონ ობოლაშვილის  მხარდაჭერით, ოთხი სოფლის  სკოლის ბიბლიოთეკას თანამედროვე, მაღალპოლიგრაფიული გამომცემლობების წიგნები გადავეცით საჩუქრად.

როგორც ჩვენმა მკითხველებმა იციან,სამცხე-ჯავახეთის რეგიონში(ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და ბორჯომის მუნიციპალიტეტები), უკვე მესამე წელია, მიმდინარეობს აქცია დევიზით „წიგნი ყველა ბავშვს“ და ამ აქციის ფარგლებში მარტო ადიგენის მუნიციპალიტეტში, არსებული სკოლების ნახევარზე მეტს, ანუ 15 სკოლას უკვე გადაეცა მრავალფეროვანი მხატვრული ლიტერატურა.

ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი მიიღო ადიგენის მუნიციპალიტეტის ოთხმა სკოლამ:

1.       სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლა (დირექტორი თენგიზ გობაძე)

2.       სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლა (დირექტორი ივეტა გავაშელი)

3.       სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის საჯარო სკოლა (დირექტორის მ.შემსრულებელი ნუკრი ჩიტორელიძე)

4.       სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმის საჯარო სკოლა (დირექტორი ზაზა გავაშელი)

ჩვენი რედაქცია, მაჟორიტარის ადიგენის  ბიუროს თანამშრომლებთან, როინ აბულაძესა და ლილი კუბლაშვილთან ერთად სტუმრობდა ოთხივე სკოლას და მათ ბიბლიოთეკებს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა   გადავეცით. 

ოთხივე სკოლაში, მასწავლებლებიც და ბავშვებიც მადლიერებას  ბუნებრივად გამოხატავდნენ  მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ და აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად  კომპიუტერული ეპოქისა, წიგნი საუკეთესო საჩუქარია დღეს სკოლისა თუ მოსწავლეებისათვის.

იმის გათვალისწინებით, რომ სკოლების წიგნადი ფონდის განახლებები ცენტრალიზებულად, ფაქტობრივად, აღარ ხდება და სკოლებს საკუთარი სახსრებით უწევთ წიგნების შეძენა,  პარლამენტარის ასეთი საჩუქარი თითოეული სკოლის ბიბლიოთეკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია, ხოლო მოსწავლეებისათვის — მეტი მოტივაცია და სტიმულია, რომ უფრო აქტიურად იკითხონ წიგნები.

ადიგენის სკოლებში სტუმრობისას კიდევ ერთი საინტერესო იდეა დაიბადა, რომ მოსწავლეებმა შექმნან ადგილებზე წიგნისა თუ ლიტერატურული კლუბები და მოაწყონ საინტერესო წიგნების პრეზენტაციები, რასაც ჩვენი მედიასახლი  თავის ინტერნეტგამოცემებში  გააშუქებს….

ეს წერილი უკვე დასაბეჭდად მზად იყო, როცა ზარზმის სკოლიდან  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარეხი ტყემალაძე  შემოგვეხმიანა და გვიამბო, რომ ბავშვებს ძალიან მოეწონათ წიგნები და  უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ, ჩვენს ლიტერატურულ კლუბში  რევაზ ინანიშვილის მოთხრობები წავიკითხოთ და მერე ბავშვებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით პრეზენტაციები წარმოადგინონო…

ასეთი უკუკავშირები სწორედ იმის მაუწყებელია, რომ ჩვენი წიგნიერების აქცია, რომელიც პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით მიმდინარეობს, წარმატებული პროექტია და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილია.

ნატო გუბელაძე

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი

Related Posts

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“

28 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ