თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ეთიკის კოდექსის განახლებაზე მუშაობს

საარჩევნო ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ეთიკის კოდექსის განახლებაზე მუშაობს
Share on FacebookShare on Twitter

საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ქცევის (ეთიკის) კოდექსის განახლებაზე ერთობლივი მუშაობა იყო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი.

შეხვედრა, რომელიც ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე ორიენტირებული ახალი სამუშაო ფორმატის ფარგლებში გაიმართა, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა კოდექსის მნიშვნელობაზე. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობა, მათი მოსაზრებების გათვალისწინება და ეთიკის კოდექსის განახლებაზე ერთობლივი მუშაობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„ახალი სამუშაო ფორმატი, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული, აქტიურ ფაზაში შედის. ჩვენ დღეს გვქონდა უკვე მესამე სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო ქცევის, ეთიკის იმ წესების შემუშავებას, რომელიც მოემსახურება როგორც 2024 წელს გასამართ საერთო არჩევნებს, ასევე მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს. ჩვენ აღნიშნული ფორმატის ფარგლებში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით ასევე ვიმსჯელეთ  სამომავლო სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გაჯანსაღებას“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ქცევის (ეთიკის) კოდექსის და მასში შესატანი ცვლილებების შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა გააცნო. რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. დოკუმენტის საბოლოო სრულყოფის მიზნით, ეთიკის კოდექსის  სამუშაო ვერსია გაიგზავნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც ისინი საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს წარმოადგენენ.

„ქცევის კოდექსი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის განსაზღვრავს წესებს, რომელიც კანონში არ არის გაწერილი და რომელზეც თანხმდება ეს ორი მნიშვნელოვანი მხარე — საარჩევნო ადმინისტრაცია და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომ ისინი დაიცავენ ეთიკურ წესებს წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ამაზე შეთანხმება, რომ ეს ფარავდეს ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რაც მრავლად გაგვაჩნია წინასაარჩევნო პერიოდში. იმედი მაქვს, რომ ეს ეთიკის კოდექსი ყველასთვის მისაღებ საბოლოო სახეს მიიღებს“, — აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ორგანიზაციის «საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო» წარმომადგენელმა გიგი ჩიხლაძემ.

კოდექსზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ორგანიზაციის „საზოგადოებრივი დამცველი“ თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძემ — „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დღეს. ტრადიციულად, საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთობლივად ვმსჯელობთ ეთიკის კოდექსზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო  და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, ეს დოკუმენტი მაინც არის დამზღვევი ჩვენთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, რომ რაღაც ზღვარს არ გავცდეთ. ვთანხმდებით გარკვეულ თემებზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მთლიანად საარჩევნო პროცესი, საარჩევნო გარემო რომ არ დაზარალდეს. მით უფრო გასათვალისწინებელია ის არსებული რეალობა, რის წინაშეც დგას არასამთავრობო სექტორი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციასთან ერთად ჩართული ვართ იმაში, რომ ერთი მხრივ შევქმნათ ჯანსაღი საარჩევნო გარემო მინიმალური დარღვევებით და მეორე მხრივ არ დაზარალდეს არასამთავრობო სექტორი“.

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით ცესკოში სამუშაო შეხვედრების ახალი ციკლი 2022 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. შეხვედრების ციკლის ფარგლებში მხარეები სხვადასხვა საარჩევნო საკითხებს განიხილავენ. ახალ ფორმატში დღეს მესამე შეხვედრა გაიმართა.

Related Posts

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი
ბლოგი

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი

21 ноября, 2026
საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა
ბიზნესი

საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა

18 ноября, 2026
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
გაზეთი

საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

16 ноября, 2026
გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
განათლება

გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

16 ноября, 2026
ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”
ბლოგი

ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

10 ноября, 2026
ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი
ბიზნესი

ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი

6 ноября, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ