თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

ComCom-მა პროგრამირების სახელმძღვანელო „გამარჯობა რუბი“ ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა

ComCom-მა პროგრამირების სახელმძღვანელო „გამარჯობა რუბი“ ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა
Share on FacebookShare on Twitter

კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კომპიუტერული მეცნიერებების შესახებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წიგნი — „გამარჯობა რუბი“, ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, „გამარჯობა რუბის“ წიგნების ავტორმა, ლინდა ლიუკასმა, 20 პედაგოგი „გამარჯობა რუბის“ წიგნით სწავლების მეთოდებისა და მიდგომების შესახებ გადაამზადა. გადამზადებულმა ტრენერებმა კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, კომპიუტერული ტექნოლოგიების 800-ზე მეტი მასწავლებლისთვის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, 50-მდე ვებინარი ჩაატარეს. პედაგოგებს ვებინარის შემდგომ „გამარჯობა რუბის“ სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსები გადაეცემათ, რომელთა საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირებას 2024 წლის სასწავლო წლიდან შეძლებენ.

ComCom-მა ინიციატივის ფარგლებში ასევე შეიმუშავა „გამარჯობა რუბის“ წიგნით სწავლების მეთოდოლოგიის მოდული, რომელშიც დეტალურად არის მითითებული თითოეულ თავთან დაკავშირებული ინფორმაცია, სწავლების პრინციპები, წიგნის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობები და მასწავლებლების მიერ „გამარჯობა რუბის“ სავარჯიშოებზე დაყრდნობით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისია  წიგნების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის მიზნით, მასწავლებლების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებული და „გამარჯობა რუბის“ წიგნების ავტორი, ლინდა ლიუკასი, 2019 და 2023 წლებში საქართველოს ეწვია. ვიზიტების ფარგლებში კი, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგები და ტრენერები „გამარჯობა რუბის“ სახელმძღვანელოს გამოყენებით, პროგრამირების სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ გადაამზადა.

„გამარჯობა რუბი“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერების საწყისების წიგნების სერიაა, რომელიც 36 ქვეყანაშია აღიარებული და თარგმნილი. საგულისხმოა ისიც, რომ წიგნები ნიუ-იორკის სკოლების სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს წიგნების ქართულ ენაზე გამოცემის ლიცენზია მოიპოვა, რის შემდეგაც 17 500 სახელმძღვანელო გამოიცა. დღეის მონაცემებით კი, აღნიშნული რესურსით საქართველოს 100-მდე სკოლის 10 000-ზე მეტი მოსწავლე კომპიუტერული მეცნიერებების საწყისებს სწავლობს.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ