თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბიზნესი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება
Share on FacebookShare on Twitter

გვსურს საზოგადოებას მოვუწოდოთ გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე უცხო ნომრებიდან განხორციელებულ ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან მიმართებით.

რამდენადაც აღნიშნულ შეტყობინებებსა და ზარებზე რეაგირება შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს თქვენი პერსონალური მონაცემებისთვის, გიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას:

1. შემომავალ ზარებთან მიმართებით:

— დააკვირდით შემომავალ ზარს და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხორციელდება არასტანდარტული ინდექსის ან სტანდარტულისგან განსხვავებული ციფრთა კომბინაციით, არ უპასუხოთ მას და დაბლოკეთ ნომერი;

— თუ დაგხვდათ გამოტოვებული ზარი და ის შეიცავს მსგავს (არასტანდარტულ) მახასიათებლებს, არ დაუკავშირდეთ აღნიშნულ ნომერს;

— თუ არ გაქვთ კომუნიკაცია სხვა ქვეყანაში მყოფ პირთან, არ უპასუხოთ საქართველოს შიდა ინდექსისგან (+995) განსხვავებულ შემომავალ ზარს;

— იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ უპასუხოთ შემომავალ ზარს, არ გაუზიაროთ თქვენთან, ოჯახის წევრებთან ან ნაცნობებთან დაკავშირებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია.

2. შეტყობინებებთან დაკავშირებით:

— დაკვირვებით გაეცანით შეტყობინების შინაარსს, რომელიც შესაძლოა მიიღოთ, როგორც მოკლე ტექსტური სახით (SMS), აგრეთვე სხვადასხვა აპლიკაციით (Messenger, WhatsApp, Viber, Telegram, Signal). როგორც წესი, მსგავსი ტიპის შეტყობინებები გრამატიკულად გაუმართავია, რაც მათი იდენტიფიცირების მარტივ შესაძლებლობას იძლევა;

— არ განახორციელოთ ამ შეტყობინებებზე უკუკავშირი არც ზარის და არც საპასუხო ტექსტის მეშვეობით;

— არ გადახვიდეთ შეტყობინებებზე მითითებულ ბმულებზე. გაითვალისწინეთ, რომ მათი ნაწილი შეიძლება არსებული ვებ-გვერდების მისამართის მიმსგავსებულ ანალოგიას, ხოლო ნაწილი ასოთა ან სიტყვათა უშინაარსო წყობას წარმოადგენდეს.

— განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ისეთი შინაარსის შეტყობინებებთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია რაიმე სახის გათამაშებასთან, კონკურსთან და  საფოსტო გზავნილის მიღებასთან.

ტელეფონებსა და კომპიუტერებში არსებულ აპლიკაციებსა და ანგარიშებზე დააყენეთ ძლიერი პაროლი, ისარგებლეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის მეთოდით (2FA) და სისტემატიურად განაახლეთ აღნიშნული.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად გაუზიარეთ თქვენი ოჯახის წევრებს, მათი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე — 2421000 ან მოგვწეროთ სოციალურ ქსელებში.

Related Posts

კენჭისყრის პროცესი დასრულდა
ბლოგი

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

4 октября, 2025
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
ბლოგი

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

4 октября, 2025
ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

4 октября, 2025
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ბლოგი

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი
ბლოგი

საინფორმაციო ბრიფინგი

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით
საზოგადოება

საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

4 октября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ