თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტში 43 864-მა  ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტში 43 864-მა  ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
Share on FacebookShare on Twitter

ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში  საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 65 321 ამომრჩეველი, იმიტირებულ კენჭისყრაში კი მონაწილეობა 43 864-მა  ამომრჩეველმა მიიღო (67,15 %).

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას, ასევე ჩატარდა გამოკითხვა,  გაუადვილდა თუ არა ამომრჩეველს ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 27 684-მა ამომრჩეველმა, რომელთაგანაც 27 360-მა (98%) განაცხადა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით გაუადვილდა კენჭისყრაში მონაწილეობა.

პროექტი 6 ივლისიდან დაიწყო და მისი მიზანი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო. ამომრჩევლები პირადად ეცნობოდნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდა. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობას უხდის პროექტის მონაწილე ყველა მოქალაქეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებსა და პროექტებს არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპად რეგულარულად განახორციელებს. ადმინისტრაცია გეგმავს აქტიურ ინფორმირების კამპანიას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ასევე, სექტემბერში, ყველა მუნიციპალიტეტში, იგეგმება სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური წარმომადგენლებისთვის.

ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის ინფორმირებულია 500 000-ზე მეტი ამომრჩეველი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს  ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

Related Posts

რუსთავში, 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ბლოგი

რუსთავში, 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

16 декабря, 2025
მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

12 декабря, 2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

12 декабря, 2025
„თვითმიზანი ავტომფლობელების დაჯარიმება არ არის. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება“, — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე
ბლოგი

„თვითმიზანი ავტომფლობელების დაჯარიმება არ არის. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება“, — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე

12 декабря, 2025
გივი მიქანაძემ ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა გახსნა
ბლოგი

გივი მიქანაძემ ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა გახსნა

11 декабря, 2025
გივი მიქანაძე: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“

24 ноября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ