თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი იხსნება

ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი იხსნება
Share on FacebookShare on Twitter

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი იქნება. კომპლექსი მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ასევე, სტარტაპ აქსელერატორს, საერთაშორისო IT სკოლას, საკონფერენციო სივრცეს, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრ მონაცემთა ცენტრს, სხვადასხვა ექსპერიმენტულ ლაბორატორიებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალ ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები, რაც ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი ასევე გაჩნდება საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე როგორც რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიური ცენტრი.

ქუთაისი და ყოფილი პარლამენტის შენობა იდეალური ადგილია, რათა ამოქმედდეს რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბი. სიახლოვე, ერთი მხრივ, საერთაშორისო აეროპორტთან და ტექნოლოგიური პროფილის უმაღლეს სასწავლებლებთან, მეორე მხრივ კი უნიკალური ფართი ასეთი მასშტაბური პროექტისთვის, ძალიან მალე ქუთაისს გადააქცევს სამეცნიერო — ტექნოლოგიურ და IT — ბიზნესის მიზიდულობის ცენტრად. შედეგად, ქუთაისი და ზოგადად იმერეთის მხარე მიიღებს დამატებით ინვესტიციებს, მათ შორის, არაპროფილურ ბიზნესებში, სერვისის ინდუსტრიებში, ახალ სამუშაო ადგილებს და რაც მთავარია, განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივებს.

2014 წელს, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში. დღეს საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა 9 ტექნოპარკი, რაც ერთი ფანჯრის პრინციპით ინოვაციური იდეების მქონე საქართველოს მოქალაქეებს კომერციალიზაციაში ეხმარება. ტექნოლოგიური ჰაბის სწორედ რეგიონში გახსნა ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს და შედეგად, მივიღებთ ტექნოლოგიურად უფრო მეტად განვითარებულ რეგიონებს, უკეთ მომზადებულ კადრებს და მეტ ტექნოლოგიურ ბიზნესებს, რაც ცალსახად გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას როგორც რეგიონში, ისე მთლიანად გლობალურ ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განვითარების საწყის ეტაპზევე დიდია დაინტერესება IT ბიზნესის მხრიდან, რათა გახსნან წარმომადგენლობები დიდი შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგიურ ჰაბში. მოსალოდნელია, რომ პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპებზე ასეთი დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

Related Posts

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“
ბლოგი

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

16 апреля, 2026
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
ბლოგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

15 апреля, 2026
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა
ბლოგი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

8 апреля, 2026
ბლოგი

2 апреля, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

2 апреля, 2026
ბლოგი

რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

30 марта, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ