თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

პარტიები და კოალიციები, ვინ მონაწილეობს ოქტომბრის არჩევნებში?

პარტიები და კოალიციები, ვინ მონაწილეობს ოქტომბრის არჩევნებში?
Share on FacebookShare on Twitter

2024 წლის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 67 დღეა დარჩენილი.

პოლიტიკური პარტიები ახლა იღებენ მთავარ გადაწყვეტილებებს, ქმნიან გაერთიანებებს ან დამოუკიდებლად აპირებენ მონაწილეობას არჩევნებში.


არჩევნებამდე ორი თვით ადრე პოლიტიკური პარტიები ასე დაჯგუფდნენ:


#4 – „კოალიცია ცვლილებისთვის“

ამ ალიანსში ერთიანდებიან ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია „ახალი“, ასევე ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი — მეტი თავისუფლება“, ელენე ხოშტარიას „დროა“ და «რესპუბლიკელები» რომლის თავმჯდომარეც ხათუნა სამნიძეა.
„ევროპულ საქართველოში“ მომხდარი განხეთქილების შემდეგ ოთხიანის გარშემო შექმნილ ალიანსს შეუერთდა პოლიტიკოსი ბესიკ დონაძეც.


#5 – „ერთიანობა“

„ერთიანობა“ — ასე ერქმევა ახალ გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჯერ კიდევ გასულ წელს ჩამოაყალიბა საერთო პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად. „სტრატეგია აღმაშენებელი“ გიორგი ვაშაძის პარტიაა.

ივლისში ამ ორი პარტიის ბაზაზე დაფუძნდა პლატფორმა „ერთიანობა“, რომელსაც რამდენიმე უპარტიო პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახე შეუერთდა, მათ შორის:
არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და დიპლომატი გია ჯაფარიძე
ასევე „ერთიანობას“ შეუერთდა „ევროპული საქართველო“, რომელსაც ახლა გიგი წერეთელი და აკაკი ბობოხიძე ხელმძღვანელობენ.


# 9 – „ძლიერი საქართველო“

კიდევ ერთი პოლიტიკური ალიანსი მამუკა ხაზარაძის „ლელოს“ გარშემოა გაერთიანებული.
„ლელოს“ უერთდება ახლადდაფუძნებული მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ რომელიც პირველ ივლისს დააფუძნა «აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის» (EECMD) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ, ასევე გაერთიანებაშია ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“.

„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი ლიდერი, დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს.


#41 – „ქართული ოცნება

მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენას და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს „ქართული ოცნება“.
გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ წიაღში ბრუნდება „ხალხის ძალა“ – „ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც 2022 წელს მმართველ პარტიას გამოეყო, აჟღერებდა ანტიდასავლურ პოზიციებს და 2023 წელს „აგენტების კანონის“ ინიციატივით გამოვიდა.



არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

ამ მოცემულობით, დამოუკიდებლად იყრის კენჭს „გირჩი“, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის პარტია.

მას შემდეგ, რაც აპრილში საჯარო რეესტრმა ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეულ მოძრაობა „ალტ-ინფოს“ პარტიის რეგისტრაცია გაუუქმა, მოძრაობის ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ თქვა, რომ ისინი „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად გამოვლენ საპარლამენტო არჩევნებზე.

გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ახლად დაარსებული პარტია „ფედერალისტები“. საარჩევნოდ ახალი პარტიის დარეგისტრირება უკვე დაგვიანებულია, ამიტომ, „ფედერალისტები“ ამბობენ, რომ სექტემბრამდე შეატყობინებენ მხარდამჭერებს გეგმების შესახებ. ისინი ან რომელიმე ალიანსს შეუერთდებიან, ან თავად არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და საჯარო მხარდაჭერას გამოუცხადებენ რომელიმე ძალას.



წყარო: რადიო თავისუფლება

Related Posts

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი
ბლოგი

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი

21 ноября, 2026
საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა
ბიზნესი

საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა

18 ноября, 2026
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
გაზეთი

საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

16 ноября, 2026
გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
განათლება

გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

16 ноября, 2026
ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”
ბლოგი

ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

10 ноября, 2026
ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი
ბიზნესი

ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი

6 ноября, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ