თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

წიგნიერების კვირეულის ოთხწლიანი აქციის ფარგლებში სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 110 სკოლას საჩუქრად  მაღალი დონის მხატვრული ლიტერატურა გადასცა

წიგნიერების კვირეულის ოთხწლიანი აქციის ფარგლებში სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 110 სკოლას საჩუქრად  მაღალი დონის მხატვრული ლიტერატურა გადასცა
Share on FacebookShare on Twitter

„წიგნი ყველა სკოლას! — ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატისგან ახალციხის მუნიციპალიტეტის 17-მა სკოლამ მიიღო საჩუქრად წიგნები

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-სა და წიგნის სახლ „ქიმერიონი“-ს ინიციატივით,სამცხეში წიგნიერების კვირეულის ტრადიცია უკვე მეოთხე წელია, გრძელდება და მისი მხარდამჭერია ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ანტონ ობოლაშვილი. 

წიგნიერების კვირეული წელიწადში ორჯერ  იმართება, რაც ითვალისწინებს ზემოთაღნიშნული ოთხივე მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის მხატვრული ლიტერატურის  თანამედროვე გამოცემების საჩუქრად გადაცემას.

ბატონი ანტონ ობოლაშვილის თქმით, მისთვის პრიორიტეტულია განათლებისა და წიგნიერების მხარდაჭერა, მოსწავლე-ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის ზრუნვა და ის ყოველთვის მზადაა ამ ტიპის აქციების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა მცხოვრებლებმაც მას დიდი პასუხისმგებლობა დააკისრეს და  მაჟორიტარის მანდატი ანდვეს.

ამ პერიოდის განმავლობაში ოთხივე მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამ ( ასპინძაში — 22, ადიგენში — 25, ბორჯომში — 21, ახალციხეში — 42), სულ 110-მა სასწავლო დაწესებულებამ მიიღო მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი — მაღალპოლიგრაფიულად გამოცემული თანამედროვე  წიგნები, მხატვრული ლიტერატურა.

ოთხწლიანი ტრადიციული წიგნიერების აქციის კვირეულის ფინალური აკორდი ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის 17 სკოლაში შედგა.

აი, ის სკოლებიც, რომლებმაც ამ ეტაპზე მიიღეს პარლამენტარის საჩუქარი:

  1. ქ.ვალეს N2 საჯარო სკოლა, დირექტორი გვანცა გოგოლაძე;
  2. ქ.ვალეს N3 საჯარო სკოლა, დირექტორი რიფსიმე არუთუნიანი;
  3. ქ.ვალეს N4 საჯარო სკოლა,  დირექტორი ნათელა აზირაშვილი;
  4. სოფ. სვირის საჯარო სკოლა, დირექტორი ბელა მოდებაძე;
  5. სოფ. მუსხის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო სუდაძე; 
  6. სოფ.მინაძის საჯარო სკოლა, დირექტორი ფიქრია კურტანიძე;
  7. სოფ.ჭაჭარაქის საჯარო სკოლა, დირექტორი მარინე ოქრომელიძე;
  8. ქ.ახალციხის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი ინგა ვარდიძე;
  9. ქ.ახალციხის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ბელა დიასამიძე;
  10. სოფ.თისელის საჯარო სკოლა, დირექტორი დიანა კახელი;
  11. სოფ.ტყემლანას საჯარო სკოლა, დირექტორი თამუნა ტაბატაძე;
  12. სოფ.ფერსის საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი ტაბატაძე;
  13. ქ.ახალციხის N4 საჯარო სკოლა, დირექტორი კარინე თათევოსიანი;
  14. სოფ.ანის საჯარო სკოლა, დირექტორი მარიამ კაპანაძე;
  15. სოფ.ჭვინთის საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი გაგნიძე;
  16. კერძო სკოლა ,,ხერხემი’’, დირექტორი ბელა კაპანაძე;
  17. სოფ.წყრუთის საჯარო სკოლა, დირექტორი არამ ვარდანიანი.

წიგნიერების აქციის ფარგლებში ახალციხის სკოლებს მაჟორიტარის ახალციხის ბიუროს წარმომადგენლებთან, მზია თამარაშვილთან და ანი ზუმბაძესთან ერთად ვესტუმრეთ და თითოეული სკოლის ბიბლიოთეკას ბატონ ანტონ ობოლაშვილის საჩუქარი — მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა გადავეცით.

ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში არსებულმა მკითხველთა  კლუბმა (ხელმძღვანელი — მარინე სულაქველიძე; კლუბის წევრები: მარიამ აღოშაშვილი, ნინო გიქოშვილი,საბა ხუციშვილი,ელენე შაშვიაშვილი)  სპეციალური  დახვედრაც კი მოგვიწყო, სადაც ახალგაზრდებმა თავიანთ საყვარელ წიგნებზე, წიგნის მნიშვნელობასა და მაჟორიტარისგან მიღებულ ასეთ საჩუქარზე მადლიერებით ისაუბრეს.

ზოგადად, 17-ვე სკოლაში შეხვედრების დროს ხელმძღვანელებიც, მასწავლებლებიც და ბავშვებიც ხაზგასმით აღნიშნავდნენ წიგნიერების აქციის მნიშვნელობას კომპიუტერულ ეპოქაში.  თითოეული სკოლის წარმომადგენლები დიდ მადლიერებას გამოხატავდნენ მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ, არამარტო ამ საჩუქრისთვის, არამედ, საერთოდ, მის მიერ გაწეული ყველა იმ საქმიანობისთვის, რასაც ბატონი ანტონ ობოლაშვილი რეგიონის საკეთილდღეოდ აკეთებს.

 ნატო გუბელაძე

Related Posts

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი
სიახლეები

13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

12 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ