თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

„ადამიანთა გზა“ — პრემიერა დუშეთის სახალხო თეატრში

„ადამიანთა გზა“ — პრემიერა დუშეთის სახალხო თეატრში
Share on FacebookShare on Twitter

6 ოქტომბერს იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრში პრემიერა გაიმართა.

თითქმის 150 წლოვან სახალხო თეატრს 7-წლიანი პაუზა ჰქონდა და ადვილი წარმოსადგენია, როგორი სიხარულით შეხვდენენ ადგილობრივები თეატრის გაცოცხლებასა და სცენაზე მსახიობების დაბრუნებას. რეგიონების კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის  სახალხო თეატრების ამოქმედებას ხომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ახალგაზრდა ნიჭიერმა რეჟისორმა, მარიამ სიხარულიძემ, თავის გუნდთან ერთად, გოდერძი ჩოხელის შემოქმედებასა და გუსტავ ოტისის პიესა „პასპორტი“-ზე დაყრდნობით შექმნა სცენარი, რომელიც დუშეთის თეატრის და დუშელების ემოციურ ისტორიას, ურთიერთპატივისცემას,  პატრიოტულ გრძნობებს და ადამიანთა გზას წარმოაჩენს.

სპექტაკლსაც „ადამიანთა გზა“ უწოდეს და მთელმა დასმა სული და გული ჩადეს, რათა თავიანთი სათქმელი მაყურებლამდე ემოციურად და დიდი სიყვარულით მიეტანათ.

აი, ის მსახიობებიც, რომელთა პროფესიონალურმა შესრულებამ მაყურებლის გულწრფელი ოვაციები დაიმსახურეს: ელენე პაპიაშვილი, მანანა დათოშვილი, ნიკოლოზ ხუციშვილი, ნესტან ბარათაშვილი, საბა ნუცუბიძე, მედეა ბექაური.

მაყურებელმა განსაკუთრებული სიყვარულით მიიღო მოწვეული დამწყები მსახიობის, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტის, საბა ნუცუბიძის შესრულებული მთავარი გმირის, ახალგაზრდა ლუკას როლი, რომელიც „დუშეთს არ ტოვებს, ბრუნდება და დგამს სპექტაკლს — ადამიანთა გზა“.

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ საბა ნუცუბიძისთვის ეს როლი გახლდათ მეორე დიდი შესაძლებლობა რეჟისორ მარიამ სიხარულიძისგან, ტყიბულის სახალხო თეატრში განხორციელებულ სპექტაკლში — „უსამშობლო კაცი“ — ბრწყინვალედ შესრულებული მთავარი როლის შემდეგ. მარიამ სიხარულიძის ამ სპექტაკლმა  გასულ წელს საერთაშორისო ფესტივალ ,,თეატრალური იმერეთი 2023“ -ის გრანპრი დაიმსახურა, ხოლო  სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე მეორე საპრიზო ადგილი მიიღო და ფესტივალის საზეიმო დახურვის ღონისძიებაზე ფულადი პრემიით — 10 000 ლარით დაჯილდოვდა.

მარიამ სიხარულიძის რეჟისორობით დადგმულ პრემიერას დუშეთში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ქალაქის მერი მაცაცო ნარიმანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და დედაქალაქიდან თუ სხვა ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ  ეს პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის — „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“ გამარჯვებულია.

ინფორმაციისათვის: დუშეთის თეატრი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში მოქმედ სახალხო თეატრთა შორის. საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო სცენისმოყვარეთა კოლექტივების ჩამოყალიბება, ხოლო ქ. დუშეთში, სწორედ ამ პერიოდში — 1880 წლის 20 იანვარს, დაფუძნდა პირველი სახალხო თეატრი, პირველ სპექტაკლად კი გიორგი ერისთავის ,,გაყრა» აირჩიეს, რომელშიც მთავარი როლი ნატო გაბუნიამ შეასრულა.

Related Posts

კენჭისყრის პროცესი დასრულდა
ბლოგი

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

4 октября, 2025
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
ბლოგი

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

4 октября, 2025
ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

4 октября, 2025
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ბლოგი

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი
ბლოგი

საინფორმაციო ბრიფინგი

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით
საზოგადოება

საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

4 октября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ