თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

„გუშინ, რომელიც არ მთავრდება“ — სტუდენტური სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის ცხოვრების ეპიზოდების მიხედვით

„გუშინ, რომელიც არ მთავრდება“ — სტუდენტური სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის ცხოვრების ეპიზოდების მიხედვით
Share on FacebookShare on Twitter

„გუშინ, რომელიც არ მთავრდება“ — ამ სახელწოდებით წარუდგინეს მაყურებელს სპექტაკლი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის, დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტებმა (ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ალექსანდრე(ნუკრი) ქანთარია, ხოლო ასისტენტ-პროფესორი გიორგი ქანთარია)

ილია ჭავჭავაძისა და ოთარ ჭილაძის ნაწარმოებების მიხედვით ინსცენირების ავტორი და სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ პროფესორი მანანა ბერიკაშვილი, კომპოზიტორი — ჯუთა ძიგავა, რეჟისორის თანაშემწე — მაკა ქუბრიაშვილი. გარდა ამისა, წარმოდგენაზე მუშაობდნენ სამაგისტრო ჯგუფის სტუდენტები: ნანა ბიბილაშვილი,თაკო ცქვიტინიძე, ნელიკო ვაშალომიძე, ადელინა გოგუაძე, მარიამ მონიავა.

სპექტაკლის მონაწილე სტუდენტებმა: ნინი ანდრონიკაშვილმა, ქრისტინე ლაცაბიძემ, ნინი ქორიძემ, მარიამ ბურდულმა,ქეთევან ხოჯანაშვილმა, ნანა სირაძემ, საბა ჩარკვიანმა, საბა ნუცუბიძემ, ნიკოლოზ ტყავაძემ, გიორგი სხილაძემ, ლაშა წიკლაურმა და კახაბერ მირძაშვილმა შთამბეჭდავი სამსახიობო ოსტატობით წარმოადგინეს ეპიზოდები ქართველი ერის მამის, დიდი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან. მათ მაყურებელთან ერთად გაიარეს გზა საგურამოდან წიწამურამდე და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეს ჩვენი ცხოვრების დღევანდელ რეალობაზე… რომ:

  • ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე გგონია, მაგრამ საბრალოს ვერ უპოვია თავი და ცხოვრებაც გადის შურში, მტრობასა და სიძულვილში;
  • ამდენ ხალხში კაცი არ არის, რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გავუზიარო.
  • ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია, ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა — მონებს;
  • რამდენადაც არ უნდა გვიჭირდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ წინ მარადისობაა!

და მაინც დღესაც პასუხგაუცემელია ილიას კითხვა: „ჩვენისთანა ბედნიერი განა, არის სადმე ერი?“ და დღესაც არის გუშინ, რომელიც არ მთავრდება…

მაყურებელმა ოვაციებით და „ბრავო“-ს შეძახილებით მიიღო სტუდენტური სპექტაკლი და ფეხზე წამომდგარი დიდხანს უკრავდა ტაშს მათ შემოქმედებას…

დასასრულს, ერთ-ერთმა სტუდენტმა, საბა ნუცუბიძემ, მთელი დასის სათქმელი გააჟღერა: ამ უნივერსიტეტის კედლებში დაიწყეს თავიანთი შემოქმედებითი ცხოვრება ანდრო ჭიჭინაძემ და ვეფხია კასრაძემ, ჩვენი სოლიდარობა მათ და ყველა სინდისის პატიმარს!

მაყურებელმაც ტაშით გამოხატა სოლიდარობა…

P.S. სპექტაკლის ჩვენება საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაიგეგმა. წარმატებები ვუსურვოთ მათ!

Related Posts

კენჭისყრის პროცესი დასრულდა
ბლოგი

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

4 октября, 2025
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
ბლოგი

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

4 октября, 2025
ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

4 октября, 2025
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ბლოგი

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი
ბლოგი

საინფორმაციო ბრიფინგი

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით
საზოგადოება

საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

4 октября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ