თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით მსოფლიო კალენდარში ქვევრის საერთაშორისო დღე დაწესდა

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით მსოფლიო კალენდარში ქვევრის საერთაშორისო დღე დაწესდა
Share on FacebookShare on Twitter

27 აპრილს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭრით საქართველოში ქვევრის საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა.

 “ცნობილია, რომ მსოფლიოში არაერთი სახელოვანი ვაზის ჯიშისა და ღვინის განთქმული სტილების დღეებს აღნიშნავენ. ზოგადად, მიღებულია პორტვეინის დღე, შამპანურის დღე… მაგალითად, მერლოს საერთაშორისო დღეა 7 ნოემბერს, შამპანურის მსოფლიო დღე — ოქტომბრის მეოთხე პარასკევს და ა.შ. ამ დიდ მსოფლიო კალენდარში ერთი დღე იქნება ქვევრის დღე, ისევე, როგორც 30 ნოემბერი დაწესდა საფერავის დღედ, რომელიც სომელიეთა ასოციაციის 68 წევრ ქვეყანაში აღინიშნება” — განაცხადა სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა.

ქვევრის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია ქვევრის და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მსოფლიო ბაზრების მეტი ინფორმირებულობა ქვევრის ღვინოზე, მის რეგიონალურ ქვესტილებზე, ენოლოგიურ თავისებურებებზე, ტრადიციებზე, გასტრონომიულ ღირებულებაზე, ორგანოლეპტიკურ თვისებებზე და ნაირსახეობებზე, ვაზის ჯიშების და ადგილების მიხედვით.

ამ თარიღის აღსანიშნავად თბილისში ქვევრის საერთაშორისო კონფერენცია  გაიმართა,რომელსაც  სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, მეღვინე შალვა ხეცურიანი წარმართავდა. კონფერენციაზე სპიკერებად მოწვეული იყვნენ ასევე დარგის სხვადასხვა სპეციალისტები და ექსპერტები, რომლებმაც ქვევრთან და ქვევრის ღვინოსთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

კონფერენციაზე, წინასწარ განსაზღვრულ დროს, ზუსტად 12 საათზე, ერთდროულად რამდენიმე დიდ ეკრანზე მოხდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გადაღებული ქვევრების გახსნის საზეიმო რიტუალის ვიდეოების დემონსტრირება, რომლის ფონზეც სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა ასე მიმართა საზოგადოებას:

  • შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ დღეს საუკუნეები ველოდით. ჩემს ქვეყანას, საქართველოს, ღვინის წარმოების უწყვეტი 8000 წლოვანი ისტორია აქვს და აი, ახლა, ამ წამს, იბადება ახალი მსოფლიო დღესასწაული — ქვევრის საერთაშორისო დღე.
  • მრავალ მარანში, მთელს ქვეყანაში, აი, ახლა, ჩვენ ვხსნით ქვევრებს…
  • ამ დიდებულ მომენტში იბადება ღვინო: — ვაზისგან, მიწისგან, სიჩუმისგან,ჩვენგან.
  •  მოგიწოდებთ მთელს ღვინის სამყაროს: სომელიეებს, მევენახეებს, მეღვინეებს, ჟურნალისტებს, კოლექციონერებს, — ყველას, ვისაც ღვინოში ჭეშმარიტება გიყვართ, შემოგვიერთდით.
  • დაე, ეს დღე იყოს მიწის დღესასწაული, მეხსიერების დღესასწაული,ცოცხალი ღვინის დღესასწაული.
  • გილოცავთ ქვევრის საერთაშორისო დღეს!

ქვევრის საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმართა ასევე: მსოფლიოს წამყვანი ავსტრიული ღვინის აქსესუარების ბრენდ RIEDEL-ის მიერ შექმნილი ქვევრის ჭიქის პრეზენტაცია, საპატიო სომელიეების წოდების მინიჭების ცერემონია; შალვა ხეცურიანის სომელიეს სკოლის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი;

„საქართველოსთვის ქვევრის დღის აღნიშვნას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ქვევრში დაყენებული ღვინო უნიკალური პროდუქტია. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს.

ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებაა. განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად ქვევრის ღვინის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით წლიდან წლამდე იზრდება.

ქვევრის საერთაშორისო  დღის აღნიშვნა ქვეყანაში ტრადიდიად დამკვიდრდება და მომავალში ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირას გაიმართება” — აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ღვინის კლუბი | იმერული ღვინის ასოციაცია | ელკანა | 8000 მოსავალი | ექსპო ჯორჯია.

სრულიად საქართველოს ვულოცავთ ქვევრის საერთაშორისო დღეს!

Related Posts

კენჭისყრის პროცესი დასრულდა
ბლოგი

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

4 октября, 2025
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
ბლოგი

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

4 октября, 2025
ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

4 октября, 2025
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ბლოგი

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი
ბლოგი

საინფორმაციო ბრიფინგი

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით
საზოგადოება

საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

4 октября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ