tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home ბიზნესი

თბილისმა მთაწმინდაზე “ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა

თბილისმა მთაწმინდაზე “ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა
Share on FacebookShare on Twitter

უკვე 15 წელია, რაც “ახალი ღვინის ფესტივალი”, ფაქტობრივად, ტრადიციულ დღესასწაულად იქცა ღვინის მწარმოებლებისა თუ ღვინის მოყვარულებისათვის თბილისში.

ფესტივალის ორგანიზატორია “ღვინის კლუბი”, ხოლო მხარდამჭერია „ღვინის ეროვნული სააგენტო“.

ფესტივალისმთავარი მიზანია ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა და მარნების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.

წელს „მთაწმინდის პარკში“ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 170-მდე როგორც მცირე  თუ საშუალო, ისე — დიდი მწარმოებლის 2024 წლის მოსავლის ღვინოები. ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიითა და მრავალჟამიერით დაიწყო.

ფაქტია, რომ ფესტივალის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება, ასპარეზზე ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ზოგადად, ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება.

ფესტივალზე დილიდანვე ხალხმრავლობა იყო. ღვინის მოყვარულებთან ერთად, ფესტივალს ღვინის პროფესიონალები, ექსპერტები თუ მოყვარულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობდნენ.

წელს “ახალი ღვინის ფესტივალს” ღვინის ჟურნალისტის თვალით ვსტუმრობდი, “ხეცურიანის სომელიეს სკოლის” თანაკურსელებთან ერთად. ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელის, “საქართველოს საუკეთესო სომელიეს” ტიტულის მფლობელის, საბა ქიტიაშვილის, დავალებით ყოველი ღვინის გასინჯვისას პროფესიულ ჩანაწერებს ვაკეთებდით.

ჩვენთვის, სტუდენტი სომელიეებისათვის ეს ფესტივალი ნამდვილი „სამუშაო ველი“ იყო, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ ვნახულობდით საუკეთესო არომატულ, მაღალსხეულიან, კომპლექსურ თუ დაბალანსებულ ღვინოებს და ასევე — ზადიან და ნაკლიან ღვინოებს. ერთ-ერთმა ჩვენმა საუკეთესო ლექტორმა, რომელიც გზად შემოგვხვდა, ერთ-ერთი რიგისკენ მიგვითითა და ღიმილით გვითხრა, აბა, ზადებში ვარჯიში თუ გინდათ, ის რიგი ჩამოიარეთო… ჰოდა, ჩვენც ცოტა წავივარჯიშეთ ზადებში, თუმცა სიმართლე გითხრათ, ფაქტია, რომ საკმაოდ სერიოზული პროგრესი გვაქვს მეღვინეობაში, ბევრი კარგი მეღვინეც გავიცანით და ძალიან კარგი მარნების ღვინოებიც დავაგემოვნეთ. აქ მაგალითისთვის მხოლოდ რამდენიმე საოჯახო მარანს ჩამოვთვლი რეგიონების მიხედვით, რომელთა ღვინოებმაც ჩემი მოწონება დაიმსახურა :

  • იმერეთი — მარანი „ზოდი“, „კრიკინა“;
  • გურია — „დოლიძის მარანი“ ;
  • რაჭა — მეღვინეობა „მელიტონი“, „ლომთაძეების მარანი“;
  • ლეჩხუმი — „გიორგბელიძეების მარანი“;
  • კახეთი — მეღვინეობა  „რტონი“, საოჯახო მარანი „კასრული“ , „ეკლიპსე“, „საოჯახო მარანი კე“, „მართალი ღვინო“, «ტოგონიძის მარანი», „ჭონას მარანი“, «მარანი ვერხვიანი».

 ჩემთვის საინტერესო იყო ჯიშური სიახლეებიც, კახეთში მეღვინეობა „კასრული“-ს კახური ჩიტისთვალა, რაჭაში — „ლომთაძეების მარნის“ — კუდურაული.

ფესტივალი დასრულდა, თუმცა აქ წარმოდგენილი ღვინოების ჩვენი შიდა პროფესიული განხილვები სომელიეს სკოლაში გრძელდება…  

Related Posts

მიხეილ სარჯველაძე — „არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების გამავლობაში“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების გამავლობაში“

10 мая, 2025
C ჰეპატიტის გამომწვევი პრობლემები
ბლოგი

C ჰეპატიტის გამომწვევი პრობლემები

9 мая, 2025
“ელკანა”-მ » ხორბლის ენდემური სახეობების, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია გამართა
განათლება

“ელკანა”-მ » ხორბლის ენდემური სახეობების, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია გამართა

6 мая, 2025
თბილისმა ღვინის ფესტივალს „Wine Ambassadors 2025“ უმასპინძლა
განათლება

თბილისმა ღვინის ფესტივალს „Wine Ambassadors 2025“ უმასპინძლა

4 мая, 2025
საქართველოს ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სტუმრობდა
ეკონომიკა

საქართველოს ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სტუმრობდა

3 мая, 2025
საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
განათლება

საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

3 мая, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ