tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home ბლოგი

ქართველი მევენახეების მხარდასაჭერად ვაზის მწვანე სხვლის ტრენინგი გაიმართა

ქართველი მევენახეების მხარდასაჭერად ვაზის მწვანე სხვლის ტრენინგი გაიმართა
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოში ვაზის მწვანე სხვლის სეზონია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ქართველი მევენახეების მხარდაჭერას განაგრძობს ყურძნის გაუმჯობესებული წარმოების მეთოდების დანერგვის მიმართულებით ვაზის ზრდის სეზონის პერიოდში. საგანმანათლებლო სესიები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელდა ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.

მწვანე სხვლის ტრენინგის მიზანს,  ვენახის მართვის მეთოდოლოგიების დანერგვის მეშვეობით, საქართველოს ღვინის სექტორის საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის  გაუმჯობესების მხარდაჭერა წარმოადგენდა. სასწავლო სესიები,  მწვანე სხვლის ტექნიკებსა და დაავადების ინტეგრირებულ მართვაზე და სურსათის უვნებლობაზე იყო ფოკუსირებული, რაც ყურძნის ხარისხსა და მოსავლის მედეგობას უწყობს ხელს. აღნიშნული მექანიზმების დანერგვა მცენარის ვეგეტატიურ და რეპროდუქციულ ზრდაზეც დადებითად აისახება და, ამგვარად, ამცირებს როგორც დაავადებების გავრცელებას, ასევე ფუნგიციდების გამოყენების საჭიროებას.

ტრენინგის სერიები მოიცავდა ტრენერთა ტრენინგს, სხვლის ფესტივალსა და პრაქტიკულ საგანმანათლებლო შეხვედრას უნივერსიტეტის სტუდენტებთან. აღნიშნულ აქტივობებს FAO-ს საერთაშორისო ექსპერტი ხულიო პრიეტო დიასი უძღვებოდა

ტრენერთა ტრენინგის კომპონენტის ფარგლებში, 15 მევენახეს მწვანე სხვლის შესახებ ცოდნისა და შესაბამისი უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცა. მათი უმეტესობა 2024 წლის ნოემბერში ზამთრის სხვლის ტრენინგსაც ესწრებოდა.  ტრენერთა ტრენინგის მოდულს განგრძობითი შედეგი ექნება, რადგანაც მასში მონაწილე პროფესიონალები მიღებულ ცოდნას თავიანთ კოლეგებს გაუზიარებენ.

სხვლის ფესტივალში ჩართულობა ხელმისაწვდომი იყო ყველა მონაწილეობით დაინტერესებული ღვინის სექტორის წარმომადგენლისათვის. მწვანე სხვლის ტრენინგის აღნიშნულ კომპონენტში 103-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

ამასთანავე, FAO-ს საერთაშორისო ექსპერტის მიერ  ჩატარებულმა  საგანმანათლებლო სესიებმა, მევენახეობის 33 სტუდენტს, დამატებით, პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობა მისცა.

FAO-მ, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ვენახის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით დაინტერესებულ 350-ზე მეტ მევენახესა და ღვინის მწარმოებელს გაუზიარა ცოდნა. ტრენინგებზე მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება უმნიშვნელოვანესია ვაზის ჯანმრთელობის, ყურძნის ხარისხისა და მოსავლის ოპტიმიზაციისთვის.

„მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების უზრუნველსაყოფად, ვენახში გაუმჯობესებული სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისი  ინტეგრირებული მართვის დანერგვით უნდა  დავიწყოთ. სოფლის მეურნეობის კარგი პრაქტიკების პოპულარიზება, ეკოსისტემის მაქსიმალური გამოყენება და მევენახეობაში სურსათის უვნებლობის ინტეგრირება, აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხებია. აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, FAO ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში ტრენერთა ტრენინგს, სხვლის ფესტივალსა და პრაქტიკულ საგანმანათლებლო შეხვედრებს ახორციელებს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ასეთი შესაძლებლობებით, FAO ქართველ მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს ეხმარება ქვეყნის შესანიშნავი სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის ვენახის მართვის თანამედროვე პრინციპებთან დაკავშირებაში“, განაცხადა გუიდო აგოსტინუჩიმ, FAO-ს პროგრამის მენეჯერმა.

“ევროკავშირი საქართველოს ღვინის სექტორს ამაყად უჭერს მხარს ევროპის ბაზრებზე თავის დამკვიდრებაში, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს. წარმოების ინოვაციური სტანდარტების დაცვა და, ამ შემთხვევაში, მწვანე სხვლის მეთოდების დანერგვა აუცილებელია უვნებელი და მაღალი ხარისხის ქართული ღვინის წარმოების მისაღწევად. FAO-ს საერთაშორისო ექსპერტის მიერ გაზიარებული ცოდნის გამოყენება ნამდვილად შედეგიანი იქნება ფიტოსანიტარული გამოწვევების გადაჭრაში ვაზის კულტივაციის მხრივ და მართვის მდგრადი მექანიზმების დანერგვას უზრუნველყოფს, რაც, შედეგად, ქართული ღვინოების კონკურენტუნარიანობასა და ბუნებრივ სპეციფიურობას გააუმჯობესებს”, განაცხადა დენის რეისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა.

___

ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/

პროექტის შესახებ

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.

Related Posts

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა
ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა

25 июня, 2025
ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მსოფლიო

ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

25 июня, 2025
სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა
ეკონომიკა

სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა

25 июня, 2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თბილისში მოქმედ პარკების მწარმოებელ კომპანიებს ამოწმებს
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თბილისში მოქმედ პარკების მწარმოებელ კომპანიებს ამოწმებს

20 июня, 2025
„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
მსოფლიო

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში

17 июня, 2025
ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა
ბლოგი

ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

17 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ