თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით 11 სექტემბერს ღვინის დაბადების საერთაშორისო დღე / რთველის დღესასწაული ქუთაისში აღინიშნება

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით 11 სექტემბერს ღვინის დაბადების საერთაშორისო დღე / რთველის დღესასწაული ქუთაისში აღინიშნება
Share on FacebookShare on Twitter

 „ღვინის დაბადების საერთაშორისო დღე“ დაფუძნდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის ინიციატივით და ყოველწლიურად აღინიშნება საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის 75 წევრ ქვეყანაში.

საქართველოში წელს ამ დღესასწაულის აღნიშვნა 11 სექტემბერს ქუთაისში მრავალფეროვანი ღონისძიებებით შედგება:
• გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია – “ღვინის საწყისი”. კონფერენცია ტარდება მევენახეობა-მეღვინეობისა და მასპინძლობის სფეროების წარმომადგენლებისთვის და მედიისთვის.


• დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში გაიმართება  გამოფენა – “მასპინძლობის ფერები”. გალერეის სივრცე გარდაიქმნება უნიკალურ გამოცდილებად: თითოეულ ნამუშევართან მოთავსებული იქნება შალვა ხეცურიანის „მასპინძლობის მანიფესტის“ ტექსტები. თითო ფრაზა და მონაკვეთი არა ნახატის აღწერა, არამედ მისი შინაგანი რეზონანსის გახსნა იქნება — თითქოს სიტყვა და ფერი ერთიანად წარმოაჩენენ იმას, რაც ქართველთა მასპინძლობას საუკუნეების მანძილზე განსაკუთრებულად აქცევს.

ექსპოზიციაში წარმოდგენილია გალერეის ოქროს ფონდიდან შერჩეული 23 გამორჩეული ნამუშევარი — ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ფელიქს ვარლამიშვილის, გიგო გაბაშვილის, უჩა ჯაფარიძის და სხვა დიდოსტატების შემოქმედება.გამოფენის კურატორია, გალერეის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონი ელისო ჩოგოვაძე.

„მასპინძლობის ფერები“ არის დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის: მხატვრობა, სიტყვა და ღვინის კულტურა ერთიანდებიან, რათა დამთვალიერებელს შესთავაზონ არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ სულიერი მოგზაურობაც — ქართული სტუმართმოყვარეობისა და მისი მარადიული სიბრძნის გულში.


• ლადო მესხიშვილის თეატრში კი შალვა ხეცურიანის ნოველის მიხედვით გიორგი სიხარულიძის უნიკალური სპექტაკლის,
„ღვინის დაბადება“ — პრემიერა და ნანა ჯორჯაძის კინოფილმის ჩვენება შედგება.

სცენურ სამყაროს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სძენს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლისა და იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდის მონაწილეობა — ისინი ერთიანდებიან მოქმედებაში როგორც სცენის ორგანული ნაწილი, ეპიზოდებში, სადაც ცოცხალი მუსიკა და ხმა სპექტაკლის დრამატურგიას კიდევ უფრო ამაღლებს.

და განსაკუთრებული ჩვენება – ნანა ჯორჯაძის ფილმი “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”, რომელიც ქუთაისური პრემიერის შემდეგ კვლავ დაუბრუნდება სცენას, როგორც ღვინის გზავნილი მსოფლიოსკენ!

 ეს არის საღამო, სადაც თეატრი და კინო ერთიანდებიან, რათა გითხრან ერთი ამბავი – “ღვინო იწყება აქ, საქართველოში!”

✨ შემოგვიერთდით და გახდით ისტორიის ნაწილი!

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ